თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად
ფოტო: თიბისი
მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად დღეს უკვე ინტერნეტკავშირისა და ლეპტოპის ქონაც საკმარისია. საცხოვრებელ ადგილს არ აქვს მნიშვნელობა, რადგან სწავლა უკვე სახლიდან, ლექციებს შორის შესვენებიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ან სულაც სხვა ქვეყნიდანაცაა შესაძლებელი.
ამაში დიდი წვლილი თიბისის მიუძღვის, რომელმაც ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ქვეყანაში ონლაინგანათლების მასშტაბური პროგრამები შექმნა. საუბარია თიბისის ტექსკოლაზე, კამპუსსა და IT აკადემიაზე, რომლებიც საქართველოში ნებისმიერ დაინტერესებულ ახალგაზრდას — სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს ან უბრალოდ ახალგაზრდა პროფესიონალებს — აძლევს საშუალებას, მოთხოვნადი პროფესიები დისტანციურად, თუმცა ცოცხალ და ინტერაქციულ გარემოში, შეისწავლონ.
"ონლაინგანათლების პროგრამებით მიზნად გვაქვს, ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივწვდეთ მთელს საქართველოში. გეოგრაფიული მდებარეობისა და ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, გვინდა ყველა მონდომებულ ახალგაზრდას მივცეთ წვდომა ხარისხიან განათლებასა და ქვეყნის საუკეთესო ლექტორებზე", — მითხრა მარიამ თევზაძემ, თიბისის საგანმანათლებლო პროგრამების ლიდერმა.
სწორედ ამ მისიით — ფიზიკური ბარიერების დასაძლევად — შექმნეს თიბისი თიბისი ტექსკოლა, თიბისი კამპუსი და თიბისი IT აკადემია. პროგრამებს ჯამში უკვე 11 ათასზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. აქ მიღებული განათლება არცთუ იშვიათად იქცევა ხოლმე ახალ შესაძლებლობად.
იხილეთ: თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
თიბისის პროგრამები — მოთხოვნადი პროფესიების შესწავლა ონლაინ
თიბისის თითოეულ პროგრამაში, ტექსკოლა იქნება ეს, კამპუსი თუ IT აკადემია, თანამედროვე სამყაროში მოთხოვნადი პროფესიები ისწავლება. აქცენტი უმთავრესად ტექნოლოგიებსა და ბიზნესდიციპლინებზე კეთდება — მარიამის თქმით, "იმ მიმართულებებზე, რომლებშიც თიბისის, თავის მხრივ, დიდი კომპეტენცია და ცოდნა აქვს".
"გვინდა, რომ ცოდნა, რომელიც თიბისიში დაგროვდა, სხვებსაც გავუზიაროთ და ახალ თაობას მხარი დავუჭიროთ კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმაში", — მითხრა მან.
სასწავლო კურსებს თიბისელები მსოფლიოში არსებული ტენდენციების მიხედვით გეგმავენ — ჯერ სიღრმისეულად იკვლევენ, რა არის მოთხოვნადი შრომის ბაზარზე. დარგის ექსპერტებთან ერთად პროგრამის დიზაინს მხოლოდ ამის შემდეგ შეიმუშავებენ ხოლმე. ეს ყოველი სემესტრის წინ ხდება და, ცხადია, კურსდამთავრებულების უკუკავშირსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
"ყოველ მიღებაზე კვლევასა და ღრმა ანალიზს ვაკეთებთ იმისა, თუ რა ხდება ბაზარზე, რა ტენდენციებია, წინა ნაკადებისგან როგორი უკუკავშირი მივიღეთ და ა. შ. ამის მიხედვით კურსებს სისტემატურად ვაახლებთ და ვცდილობთ გავაუმჯობესოთ", — ამიხსნა მარიამმა.
თიბისი და ონლაინგანათლების უპირატესობა
"საბედნიეროდ, ვცხოვრობთ ისეთ დროს, სადაც აღარ გვზღუდავს ჩვენი ლოკაცია და ყველა ადგილი არის სწორი კარგი განათლების მისაღებად", — თქვა თიბისი ტექსკოლის ლექტორმა ქეთევან მაჭავარიანმა, რომელიც კურსს "შესავალი ხელოვნურ ინტელექტში" უძღვება.
ესაა თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების ერთ-ერთი მთავარი ღირსება, თუმცა ამ პროგრამებს ზოგადად ონლაინგანათლებისგან ის გამოარჩევს, რომ შეხვედრები რეალურ დროში ტარდება და ინტერაქციულია — ნაცვლად იმისა, რომ მონაწილეებმა წინასწარ ჩაწერილი ლექციები მოისმინონ, მათ იმის საშუალება აქვთ, რომ სალექციო პროცესში თავადაც ჩაერთონ და კითხვები დასვან. გარდა ამისა, ლექტორებისა და მენტორების დახმარებით ისინი რეალურ პროექტებზეც მუშაობენ. როგორ მარიამმა მითხრა, "თეორიასთან ერთად პრაქტიკული ცოდნით შეიარაღებულნი ასრულებენ პროგრამებს და შეუძლიათ, ნამდვილ პროექტებზე დაიწყონ მუშაობა".
ამის პარალელურად კურსები სრულად ინარჩუნებს ონლაინგანათლების იმ უპირატესობას, რომ სწავლა ნებისმიერი ადგილიდან შეგვიძლია და ფიზიკური ბარიერები აღარ არსებობს. შესაბამისად, შეგვიძლია, თანამოაზრეები და სფეროს სპეციალისტები მთელი ქვეყნის (და არამხოლოდ) მასშტაბით გავიცნოთ.
"ონლაინპროგრამები საშუალებას გვაძლევს, რომ მონაწილეს საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან ჰქონდეს შეხება ქვეყნის საუკეთესო ექსპერტებთან. ლექტორები მათი ცხოვრებისეული აქტივი ხდებიან და პროგრამის დასრულების შემდეგაც აქტიურ კომუნიკაციას ინარჩუნებენ, პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმაში უჭერენ მხარს", — თქვა მარიამმა.
თიბისის ონლაინგანათლების პროგრამებში საქართველოს ყველა რეგიონიდან ერთვებიან მონაწილეები — საქართველოსი და არამხოლოდ:
"თიბისი კამპუსში ყოფილა შემთხვევა, როდესაც ერთი სტუდენტი იყო, მაგალითად, გურიიდან და სვანეთიდან, და, მეორე მხრივ, გვყავდა სტუდენტები, რომლებიც შვეიცარიიდან და უნგრეთიდანაც გვერთვებოდნენ", — თქვა ციცი აბჟანდაძემ, რომელიც თიბისი კამპუსში IT ბიზნეს ანალიზის კურსს უძღვება.
ამ და სხვა ასპექტებითი პროგრამების კურსდამთავრებულებიც კმაყოფილნი არიან — თიბისი ტექსკოლის, თიბისი კამპუსისა და თიბისი IT აკადემიის ყველა კურსს მაღალი NPS აქვს. თიბისი პროგრამების გაფართოებასა და დახვეწაზე მუდმივად მუშაობს, პარალელურად კი უფრო ფართო არეალის მოცვასაც ცდილობს.
"მიზნად გვაქვს, რომ რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას მივწვდეთ და მთელს საქართველოში მივცეთ მათ როგორც ხარისხიანი განათლება, ასევე ცოდნაც მსოფლიოში მოთხოვნად სფეროებზე", — გვითხრა მარიამმა.
სწავლების ონლაინფორმატის გათვალისწინებით დღესდღეობით ეს იმაზე მარტივია, ვიდრე ოდესმე. თიბისის ძალისხმევით დღეს უკვე საერთოდ აღარაა საჭირო, რომ გაიმართლოს და "სწორ ქალაქში" დაიბადო — განათლების მისაღებად უკვე ნებისმიერი ლოკაცია შეიძლება იყოს განათლების მისაღებად "სწორი".
სწორედ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალიწინებითაა თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები სწორი ადგილი განათლებისთვის.




კომენტარები