9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ
ფოტო: Wongsakorn 2468/Shutterstock
9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს. კუპერტინოში გამართულ პრეზენტაციას ჯონ ტერნუსი, Apple-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი, გაუძღვება.
ღონისძიება, სახელად Surprise and shine, თბილისის დროით 21:00-ზე დაიწყება. რეალურ დროში პრეზენტაციისთვის თვალის დევნება შეგვიძლია როგორც Apple TV აპლიკაციიდან, ასევე Apple-ის ვებსაიტიდან და კომპანიის YouTube არხიდან.
YouTube ლაივსტრიმს შეგიძლიათ აქვე უყუროთ:
ცნობისთვის, Apple ამ ღონისძიებაზე მხოლოდ iPhone 18-ის სერიიდან მხოლოდ Pro და Pro Max მოდელებს წარადგენს; სტანდარტული iPhone 18-ის გამოშვება, ისევე როგორც iPhone Air-ისა და iPhone 18e-ს, 2027 წლის გაზაფხულამდე არ არის მოსალოდნელი. მეორე მხრივ, 9 სექტემბრის ღონისძიებაზე კომპანია პირველ დასაკეც აიფონს წარადგენს, რომელსაც, სავარაუდოდ, iPhone Ultra ერქმევა.
ასევე იხილეთ: 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
აიფონების გარდა, ვიხილავთ Apple-ის ახალ ჭკვიან საათებსაც: Apple Watch Series 12-სა და Ultra 4-ს.
კომენტარები