რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
რა ღირს Apple-ის ახალი პროდუქტები და როდიდან შევძლებთ მათ შეძენას?
ფოტო: Apple
9 სექტემბერს Apple-მა თავისი ტრადიციული საშემოდგომო ღონისძიება გამართა, სადაც საზოგადოებას ტექნოლოგიური გიგანტის უახლესი პროდუქტები წარუდგინა. პრეზენტაციაზე მთავარი ყურადღება ახალ iPhone 18 Pro-ს სერიას, დასაკეც სმარტფონ iPhone Duo-ს, ახალ Apple Watch-ებსა და AirPods-ის ახალ თაობას დაეთმო.
Apple-ის ვებსაიტის მიხედვით, ახალი პროდუქციის ფასები შემდეგნაირია:
iPhone 18 Pro სერია
- iPhone 18 Pro: 256 GB ვერსია — $1199-იდან; 512GB — $1399-იდან; 1TB — $1799-იდან; 2TB — $2399-იდან.
- iPhone 18 Pro Max: 256 GB ვერსია — $1299-იდან; 512GB — $1499-იდან; 1TB — $1899-იდან; 2TB — $2499-იდან.
ახალი მოდელების წინასწარი შეკვეთა 12 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.
Apple Watch Series 12
- ალუმინის კორპუსით — $399-იდან;
- ტიტანის კორპუსით — $699-იდან;
- კერამიკის კორპუსით — $899-იდან.
ფასები იცვლება კორპუსის ზომის მიხედვითაც. ამ მოდელის შეძენა 18 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.
Apple Watch Ultra 4
ფოტო: Apple
Ultra 4 ჭკვიანი საათის ფასი $799-იდან იწყება. ფასი სამაჯურების მიხედვითაც იცვლება.
Apple Watch Ultra 4-ის შეძენა 18 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.
AirPods 5
- სტანდარტული ქეისით — $129;
- უსადენო (MagSafe) ქეისით — $149.
AirPods 5-ის შეძენა 18 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.
iPhone Duo
- iPhone Duo (Apple-ის ახალი დასაკეცი აიფონი): 256GB ვერსია — $1999-იდან; 512GB — $2199-იდან; 1TB — $2599-იდან; 2TB — $3199-იდან.
iPhone Duo-ს წინასწარი შეკვეთა 16 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი, ხოლო ხელმისაწვდომი იგი 23 ოქტომბერს გახდება.
მოდელების წინასწარი შეკვეთა ან შეძენა Apple-ის ოფიციალური გვერდიდანაა შესაძლებელი. საქართველოში Apple-ის ოფიციალური გადამყიდველების სია შეგიძლიათ ამ ბმულზე გადაამოწმოთ. ჯერჯერობით დაუზუსტებელია, როდის შევძლებთ ახალი პროდუქტების შეძენას ტექნიკის ქართულ მაღაზიებში.
კომენტარები