პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანი შეასრულებს. შესაბამისი ბრძანება 31 აგვისტოთი თარიღდება და მას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

"საქართველოს კონსტიტუციის 55-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, დაეკისროს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილეს ზაზა კვიციანს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობის შესრულება", — წერია ბრძანებაში.

შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთიან სამინისტროდ ფუნქციონირებდა, 2025 წლის აპრილში კი გაიყო. უწყებების გაერთიანების შესახებ პაკეტს პარლამენტი მომავალ სასესიო კვირას მიიღებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მაშინ გაერთიანებული სამინისტროების სავარაუდო მინისტრად პაპუაშვილმა ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე დაასახელა.