ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
დედაქალაქის საკრებულოში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას მერია ავრცელებს.
ხელშეკრულებას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მხრიდან გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა, ხოლო ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre Ray + Yüksel + Erk) მხრიდან ჰალიტ ემრე ილმაზმა მოაწერეს ხელი.
კახა კალაძემ დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ტრამვაის დაბრუნებით დედაქალაქისთვის მომავლის სატრანსპორტო სისტემა შეიქმნება.
"დღეს მართლაც გამორჩეული დღეა. მახსოვს, ტრამვაის მშენებლობის შესახებ პირველი განცხადება რომ გავაკეთე, რამხელა გამოხმაურება მოჰყვა მას საზოგადოებაში. იყო დიდი სიხარული, მაგრამ იყო სრულიად ბუნებრივი კითხვაც: "როდის იქცევა ეს იდეა რეალობად?".
დღეს, სწორედ ამ კითხვას ვცემთ პასუხს და იდეიდან კონკრეტულ საქმეზე გადავდივართ. ეს ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები ერთი განცხადებით არ კეთდება. მას სჭირდება დაგეგმვა, ფინანსური რესურსი, პროფესიონალების ჩართულობა და რაც მთავარია, პოლიტიკური ნება, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიდეს.
...ტრამვაის დაბრუნებას თბილისისთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ეს არის იმ ქალაქური კულტურის დაბრუნება, რომელიც ჩვენი უფროსი თაობის ყოველდღიურობის ნაწილი იყო, თუმცა, ჩვენ წარსულში დაბრუნებას არ ვაპირებთ. ჩვენ ვაბრუნებთ ტრამვაის იმისთვის, რომ თბილისს მომავლის სატრანსპორტო სისტემა შევუქმნათ.
ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომლის გატარებაც 2017 წლიდან დავიწყეთ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება — ქალაქში გადაადგილება იყოს უფრო სწრაფი, კომფორტული, უსაფრთხო და ყველასთვის ხელმისაწვდომი, როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებისთვის, ეკოტრანსპორტით მოსარგებლეთათვის და ავტომძღოლებისთვის.
ჩვენ გვინდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ადამიანმა აირჩიოს არა იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვს, არამედ იმიტომ რომ კომფორტული და საიმედოა. ტრამვაი ამ სისტემის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდება", — აღნიშნა თბილისის მერმა.
რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, კახა კალაძის განცხადებით, პროექტი შედგება სამი ეტაპისგან და მოიცავს კონცეპტუალური პროექტის მომზადებას, დეტალური პროექტის მომზადებასა და სამშენებლო სამუშაოებს. მისივე თქმით, სამივე ეტაპის ჯამური ვადა არის 36 თვე. ხოლო ყველა თანმდევი პროცედურის გათვალისწინებით, პროექტის დასრულება დაგეგმილია შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში.
"რასაკვირველია, ტრამვაის ერთი ხაზი დედაქალაქის სატრანსპორტო პრობლემებს ვერ მოაგვარებს და ამის თქმას არც ვაპირებთ, მაგრამ დიდი ცვლილებები ყოველთვის პირველი ნაბიჯით იწყება. გვინდა, რომ ეს ხაზი გახდეს თანამედროვე ტრამვაის ქსელის განვითარების დასაწყისი და თბილისის სატრანსპორტო სისტემის ახალი ეტაპი.
წინ რთული სამუშაო პროცესი გველოდება. ასეთი მასშტაბის პროექტს თან ახლავს გარკვეული დისკომფორტი. ამიტომ მინდა თბილისელებს ვუთხრა, რომ ყველა ეტაპზე მაქსიმალურად ღია ვიქნებით პირადად მეც და ჩემი თანაგუნდელებიც და წინასწარ მოგაწვდით ინფორმაციას, როგორც სამუშაოების, ასევე სატრანსპორტო მოძრაობის ცვლილებების შესახებ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დისკომფორტი მაქსიმალურად შევამციროთ. როდესაც ქალაქი მომავალს აშენებს, ზოგჯერ დროებითი დისკომფორტის გავლაც გვიწევს", — აღნიშნა კახა კალაძემ.
რა არის ცნობილი პროექტის შესახებ?
ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნის და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიას. ტრამვაის ხაზის დანიშნულება იქნება დიდი დიღმის დასახლების მიბმა მეტროპოლიტენის ხაზთან და ამით ქალაქის ცენტრთან სწრაფი დაკავშირება.
ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძედ განისაზღვრა 7.5 კმ, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება.
პროექტის ბიუჯეტი 287 654 321 ლარს შეადგენს.
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
-
გული მწყდება უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რაშიც თავი ჩაიგდო — კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე გული მწყდება უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რაშიც თავი ჩაიგდო — კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
როცა მთავარი სცენა საქართველოა — სუხიშვილების ანსამბლი ქუთაისის სცენაზე როცა მთავარი სცენა საქართველოა — სუხიშვილების ანსამბლი ქუთაისის სცენაზე
-
"ეს არის სასაცილო და ტრაგიკული" — ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე "ეს არის სასაცილო და ტრაგიკული" — ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
საუკეთესო მობაილ ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში — ლიბერთის ციფრული ბანკინგის საერთაშორისო აღიარება საუკეთესო მობაილ ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში — ლიბერთის ციფრული ბანკინგის საერთაშორისო აღიარება
-
"ყველაფერი არის მარტივი ტყუილი და სპეკულაცია" — ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის ნაწილის გასხვისებაზე "ყველაფერი არის მარტივი ტყუილი და სპეკულაცია" — ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის ნაწილის გასხვისებაზე
გადახედვა
-
ნეტფლიქსი Manifest-ის გაგრძელებაზე მუშაობს — რა ვიცით Arrivals-ის შესახებ? ნეტფლიქსი Manifest-ის გაგრძელებაზე მუშაობს — რა ვიცით Arrivals-ის შესახებ?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნიუ-იორკში eZo Festival-ის ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნიუ-იორკში eZo Festival-ის ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ
-
ერთჯერადი გენური თერაპია "ცუდი" ქოლესტერინის დონეს 52%-ით ამცირებს — კლინიკური კვლევა ერთჯერადი გენური თერაპია "ცუდი" ქოლესტერინის დონეს 52%-ით ამცირებს — კლინიკური კვლევა
გადახედვა
-
Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი — ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზე, პროექტის მხარდამჭერია ბაზისბანკი Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი — ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზე, პროექტის მხარდამჭერია ბაზისბანკი
-
დონალდ ტუსკი: AfD-ის ტრიუმფი მხოლოდ იდიოტებს უხარიათ დონალდ ტუსკი: AfD-ის ტრიუმფი მხოლოდ იდიოტებს უხარიათ
გადახედვა
-
გერმანიის საქსონია-ანჰალტის მიწის პარლამენტის არჩევნებს ულტრამემარჯვენე პარტია AfD 44.5%-ით იგებს გერმანიის საქსონია-ანჰალტის მიწის პარლამენტის არჩევნებს ულტრამემარჯვენე პარტია AfD 44.5%-ით იგებს
გადახედვა
-
კუშნერი და უიტკოფი კიევში ზელენსკის შეხვდნენ — რა საკითხები განიხილეს? კუშნერი და უიტკოფი კიევში ზელენსკის შეხვდნენ — რა საკითხები განიხილეს?
გადახედვა
-
7 სექტემბერს, დიუშენის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს, საჯარო ღონისძიება გაიმართება 7 სექტემბერს, დიუშენის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს, საჯარო ღონისძიება გაიმართება
გადახედვა
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
კომენტარები