გერმანიის საქსონია-ანჰალტის მიწის პარლამენტის არჩევნებს ულტრამემარჯვენე პარტია AfD 44.5%-ით იგებს
გერმანიის საქსონია-ანჰალტის მიწის პარლამენტის არჩევნების წინასწარმა შედეგებმა ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD)-ის გამარჯვება დაადასტურა, თუმცა პარტიამ აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვა.
Spiegel-ის მონაცემებით, წინასწარი შედეგებით, საქსონია-ანჰალტის არჩევნებში AfD-მ 43.8% მიიღო. 2021 წელთან შედარებით პარტიამ შედეგი თითქმის გააორმაგა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ლანდტაგში აბსოლუტური უმრავლესობის მოსაპოვებლად. საღამოს პროგნოზით, AfD-ს 44.5%-ს უწინასწარმეტყველებდნენ.
ფოტო: Spiegel
ამ დროისთვის მმართველ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს (CDU) 17.2% აქვს, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) — 9.3%, მწვანეებს — 8.9%, ხოლო მემარცხენეებს — 8.6%. სარა ვაგენკნეხტის მემარცხენე-პოპულისტურმა პარტიამ BSW-მ 5.3% მიიღო და საარჩევნო ბარიერი გადალახა.
საარჩევნო კომისიის მონაცემებით, AfD 83-წევრიან ლანდტაგში (გერმანიის თითოეული ფედერალური მიწის რეგიონული პარლამენტი) 39 მანდატს მიიღებს, მაშინ როცა აბსოლუტური უმრავლესობისთვის 42 მანდატია საჭირო.
CDU-ს 15 მანდატი ექნება, მაშინ როცა 2021 წლის არჩევნების შემდეგ 40 ჰქონდა. SPD და მწვანეები კვლავ 8-8 მანდატს მიიღებენ, მემარცხენეები — 8-ს, 12-ის ნაცვლად, ხოლო BSW — 5 მანდატს.
AfD მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებას და განათლების სისტემის მნიშვნელოვან ცვლილებას გეგმავს. პარტიის გეგმით, თავშესაფრის მაძიებლებსა და ლტოლვილებს მუშაობა დაევალებათ, ასევე გაიზრდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფი პირების დეპორტაციის მასშტაბი.
განათლების სფეროში AfD სასკოლო განათლების სავალდებულოობის გაუქმებას და მშობლებისთვის შვილების სახლში სწავლების შესაძლებლობის დაშვებას გეგმავს.
-
დონალდ ტუსკი: AfD-ის ტრიუმფი მხოლოდ იდიოტებს უხარიათ დონალდ ტუსკი: AfD-ის ტრიუმფი მხოლოდ იდიოტებს უხარიათ
გადახედვა
-
გერმანიის საქსონია-ანჰალტის მიწის პარლამენტის არჩევნებს ულტრამემარჯვენე პარტია AfD 44.5%-ით იგებს გერმანიის საქსონია-ანჰალტის მიწის პარლამენტის არჩევნებს ულტრამემარჯვენე პარტია AfD 44.5%-ით იგებს
გადახედვა
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
კომენტარები