სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას "ოდიში ტვ" ავრცელებს. მათი ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში დღეს მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

ერთ ავტომობილში 2 ადამიანი იმყოფებოდა, მეორეში კი — 4. ავარიის შედეგად ექვსივე მათგანი დაშავდა.

რეგიონული მედია წერს, რომ დაშავებულები, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.