საქართველოს ბანკი ემიგრანტების მხარდაჭერას აგრძელებს და Emolas Corporation-თან პარტნიორობის ფარგლებში ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ამჯერად ნიუ-იორკში ქართული ელექტრონული მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი eZo Festival გაიმართება.

თანამშრომლობის ფარგლებში, 17–18 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, ბრუკლინის The 1896 Studios & Stages-ში eZo Festival Showcase ჩატარდება. ქართული ელექტრონული მუსიკისა და არტის ფესტივალი ნიუ-იორკს პირველად ესტუმრება და ადგილობრივ აუდიტორიას eZo-სთვის დამახასიათებელ მუსიკალურ და შემოქმედებით გამოცდილებას გააცნობს.

eZo Festival საქართველოში წლების განმავლობაში ელექტრონული მუსიკისა და ხელოვნების მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა. ფესტივალი, გერმანული ტურის შემდეგ, აშშ-ს პირველად ესტუმრება და ორი დღის განმავლობაში მუსიკისა და DIY-ხელოვნების მოყვარულებს გააერთიანებს.

საქართველოს ბანკის მომხმარებლებს eZo Festival-ის ბილეთების შეძენისას 20%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ. სპეციალური შეთავაზება მოქმედებს 10 სექტემბრამდე. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

ცნობისთვის, საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation-ის თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციას, ქართველი არტისტების მსოფლიო სცენებზე წარმოჩენასა და აშშ-ში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან კულტურული კავშირის გაძლიერებას ემსახურება. ბანკისთვის ემიგრანტების მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის სხვადასხვა ფინანსური, კულტურული და სოციალური ინიციატივა ხორციელდება.