ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ჟიურიმ 5 ფინალისტი გამოავლინა. პროექტი საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა "ფინედუს" ინიციატივითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

კონკურსი მიზნად ისახავს სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერებას, მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას ინოვაციური მიდგომების დანერგვით.

კონკურსის ფარგლებში პედაგოგებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 2025–2026 სასწავლო წლის განმავლობაში განეხორციელებინათ ფინანსური განათლების ხელშემწყობი აქტივობები. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც ეროვნული ბანკის, ბაზისბანკის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები შედიოდნენ, მონაწილეთა მიერ წარდგენილი განაცხადები, განხორციელებული აქტივობები და შექმნილი მასალები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა.

11 სექტემბერს გაიმართება ფინალური ღონისძიება, სადაც ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდება.