თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
თბილისის საქალაქო სასამართლომ ცხოველების უფლებადამცველს და ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ 20 000-ლარიანი გირაოთი გაეთავისუფლება მოითხოვა, მაგრამ მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
სასამართლო პროცესზე ელიზბარაშვილმა 30 აგვისტოს ღამის ინციდენტის დეტალები გაიხსენა. ბრალდებულის თქმით, შაკო კუჭაშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი მას სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ. ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ ის რესტორანში მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა და უსაფრთხოების მიზნით ბავშვი კონფლიქტის ადგილს განარიდა.
"შენ ხშირად გვაგინებო და ბოდიში მოიხადე, თორემ აქედან ვერ გახვალო. ამასობაში, მე ზევით ცოლი მელოდება, ვნერვიულობ. რომ არ გამიშვეს, დავინახე, რომ ჩემი მეუღლე ჩამოვიდა ზევიდან. არ მინდოდა, რომ ჩემს მეუღლეს დაენახა, როგორ მაგინებდნენ, მაფურთხებდნენ, ერთ-ერთი, განსაკუთრებით აგრესიული იყო. არ მინდოდა ეს საუბარი მოესმინა ჩემს მეუღლეს და თან მინდოდა, რომ ჩემი მეუღლე ასულიყო ზევით და იქ ეთქვა თანამშრომლებისთვის, რომ გამოეძახათ პოლიცია ან დაცვის სამსახური. ავიდა ჩემი მეუღლე და რამდენიმე წუთში ჩამოვიდა უკვე დაცვის თანამშრომლებთან ერთად... ერთ-ერთმა, ამ შვიდი კაციდან, ხელი მომიქნია, რაღაცაც ისროლა ჩემი მისამართით," — თქვა თამაზ ელიზბარაშვილმა ["რადიო თავისუფლება"].
მოსამართლის კითხვაზე, რატომ დაბრუნდა უკან რესტორანში, ელიზბარაშვილმა უპასუხა, რომ კონფლიქტის მოგვარება სურდა.
ბრალდებული ჰყვება, რომ მას გულის პრობლემები აქვს და პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოშიც "გულზე უკიდია ხელი".
"ჩემს ფეისბუქგვერდზე დავწერე, რომ TV იმედის თანამშრომლებს ჩემთვის ბოდიში უნდა მოეხადათ. ამ პოსტის შემდეგ ისევ ჩავედი რესტორანში, შევხვდი ადმინისტრატორს და ავუხსენი, რომ ამ ბიჭებთან შეხვედრა მინდოდა, რათა ეს კონფლიქტი ამოგვეწურა... შვილებს გეფიცებით, თუ რამე დავამატო ან მოვიტყუო.
თუ ჩემი იქ მისვლით იმ 7 კაცს ჩემი დანახვის შეეშინდა — იმის გამო, რომ ისინი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს," — თქვა ელიზბარაშვილმა.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ცხოველთა უფლებადამცველის, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში პროსამთავრობო ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომლები ფიგურირებენ.
"იმედის" პოდკასტის — "FAKE კონტროლის" წამყვანმა სოციალურ ქსელში განცხადებით დაადასტურა, რომ მას და თამაზ ელიზბარაშვილს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ. სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტები არიან ამავე პოდკასტის წამყვანები — ნიკა კლდიაშვილი და სანდრო გამსახურდია. სანდრო გამსახურდია სიუჟეტებს "იმედის კვირისთვისაც" ამზადებს. საქმის ფიგურანტი სხვა პირების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
ელიზბარაშვილის ადვოკატის განცხადებით, საქმეს შვიდი დაზარალებული ჰყავს. კუჭაშვილი ამტკიცებს, რომ ელიზბარაშვილი მათი საჩივრის საფუძველზე არ დაუკავებიათ და მათ მხოლოდ გამოძიებას მისცეს ჩვენება.
პროკურატურამ ელიზბარაშვილს სისხლის სამართლის ბრალი წარუდგინა, რაც ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას გულისხმობს და ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მეტი თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე:
- “ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს
- ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი!
- ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით?
- პროკურატურამ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- საია პროკურატურას მოუწოდებს, ია სირანაშვილზე პოლიციელების შესაძლო ძალადობის ფაქტი გამოიძიოს
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სალომე სამადაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე, პირველ რიგში, კობახიძე და მდინარაძე უნდა დაებარებინათ სალომე სამადაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე, პირველ რიგში, კობახიძე და მდინარაძე უნდა დაებარებინათ
გადახედვა
კომენტარები