პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი გერმანიის საქსონია-ანჰალტის მიწის არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD)-ის წარმატებას გამოეხმაურა.

"პოლონეთში მხოლოდ იდიოტებს ან მოღალატეებს შეუძლიათ უხაროდეთ გერმანიაში AfD-ის ტრიუმფი", — დაწერა ტუსკმა 6 სექტემბერს სოციალურ ქსელ X-ზე. მისი თქმით, ასეთი ადამიანები პოლონეთის ოპოზიციურ პარტიებში — კონფედერაციასა და კანონი და სამართლიანობაში (PiS) — "საკმაოდ ბევრნი არიან".

გერმანიის საქსონია-ანჰალტის მიწის პარლამენტის არჩევნების წინასწარმა შედეგებმა ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD)-ის გამარჯვება დაადასტურა, თუმცა პარტიამ აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვა.

Spiegel-ის მონაცემებით, წინასწარი შედეგებით, საქსონია-ანჰალტის არჩევნებში AfD-მ 43.8% მიიღო. 2021 წელთან შედარებით პარტიამ შედეგი თითქმის გააორმაგა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ლანდტაგში აბსოლუტური უმრავლესობის მოსაპოვებლად. საღამოს პროგნოზით, AfD-ს 44.5%-ს უწინასწარმეტყველებდნენ.