დონალდ ტრამპს სურს, შტატ ნიუ-მექსიკოს "ახალი ამერიკა" დაარქვას
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეოგრაფიული სახელების გადარქმევის კამპანიას აგრძელებს. ამჯერად მას ამერიკის შტატ ნიუ-მექსიკოსთვის სახელის შეცვლა და "ახალი ამერიკის" დარქმევა სურს.
მისი ინიციატივა, რომელიც შტატის გუბერნატორმა დაუყოვნებლივ უარყო, მას შემდეგ გაჩნდა, რაც ტრამპმა კანადასთან სავაჭრო ომის ფონზე ხელი მოაწერა განკარგულებას ონტარიოს ტბისთვის სახელის შეცვლისა და მისთვის "ამერიკის ტბის" დარქმევის შესახებ.
ექსპერტების შეფასებით, ტრამპი ტბებისთვის, ყურეებისთვის, სრუტეებისა და ახლა უკვე შტატებისთვის სახელების გადარქმევის მსგავს პოპულისტურ ნაბიჯებს იყენებს, რათა ამერიკელების ყურადღება რეალური პრობლემებიდან, მათ შორის საწვავის ფასებისა და ცხოვრების ხარჯების სწრაფი ზრდიდან, გადაიტანოს.
"ბევრმა ადამიანმა შემომთავაზა, რომ ნიუ-მექსიკოსთვის, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შტატია არჩევნების გაყალბების თვალსაზრისით, "ახალი ამერიკა" (NEW AMERICA) დაგვერქმია. ეს სახელი ბევრად უფრო პრესტიჟული და ლამაზი იქნებოდა ამ პოტენციურად შესანიშნავი შტატის მცხოვრებლებისთვის. ვაუ, ძალიან მომწონს ეს იდეა!!!", — დაწერა რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
თეთრმა სახლმა საკუთარ ვებგვერდზე დონალდ ტრამპის Truth Social-ის ანგარიშიდან გამოაქვეყნა სურათი, რომელზეც შტატის სახელწოდებაში სიტყვა "მექსიკა" გადახაზულია და მის ნაცვლად "ამერიკაა" მითითებული.
დემოკრატმა გუბერნატორმა მიშელ ლუხან გრიშამმა Fox News-ს განუცხადა, რომ შტატის სახელწოდების საკითხი "განხილვას არ ექვემდებარება" და ის აშშ-ის შექმნამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა. მისი თქმით, პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს, ამერიკელების ყურადღება ისეთი პრობლემებიდან გადაიტანოს, როგორიც ბენზინის ფასების სწრაფი ზრდაა, — წერს AFP.
გასულ კვირას დონალდ ტრამპმა ასევე შესთავაზა ჰორმუზის სრუტისთვის "ტრამპის სრუტის" დარქმევა. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საზღვაო გზაა.
2025 წლის იანვარში, მეორე საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში, ტრამპმა ცალმხრივად მექსიკის ყურეს "ამერიკის ყურე" უწოდა. გადაწყვეტილებას მექსიკის ხელისუფლებამ სადავო უწოდა.
კანადამაც უარყო ონტარიოს ტბისთვის სახელის შეცვლის ინიციატივა, რადგან ტბა აშშ-სა და კანადას ესაზღვრება.
-
საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნიუ-იორკში eZo Festival-ის ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნიუ-იორკში eZo Festival-ის ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ
-
დონალდ ტრამპს სურს, შტატ ნიუ-მექსიკოს "ახალი ამერიკა" დაარქვას დონალდ ტრამპს სურს, შტატ ნიუ-მექსიკოს "ახალი ამერიკა" დაარქვას
გადახედვა
-
ერთჯერადი გენური თერაპია "ცუდი" ქოლესტერინის დონეს 52%-ით ამცირებს — კლინიკური კვლევა ერთჯერადი გენური თერაპია "ცუდი" ქოლესტერინის დონეს 52%-ით ამცირებს — კლინიკური კვლევა
გადახედვა
-
Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი — ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზე, პროექტის მხარდამჭერია ბაზისბანკი Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი — ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზე, პროექტის მხარდამჭერია ბაზისბანკი
-
გერმანიის საქსონია-ანჰალტის მიწის პარლამენტის არჩევნებს ულტრამემარჯვენე პარტია AfD 44.5%-ით იგებს გერმანიის საქსონია-ანჰალტის მიწის პარლამენტის არჩევნებს ულტრამემარჯვენე პარტია AfD 44.5%-ით იგებს
გადახედვა
-
კუშნერი და უიტკოფი კიევში ზელენსკის შეხვდნენ — რა საკითხები განიხილეს? კუშნერი და უიტკოფი კიევში ზელენსკის შეხვდნენ — რა საკითხები განიხილეს?
გადახედვა
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
კომენტარები