რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევი გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარეში რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) გამარჯვებას ეხმაურება.

"AfD-ის ისტორიულმა გამარჯვებამ გააშიშვლა გერმანიის დისკრედიტებული მმართველი კოალიციის ქედმაღლობა, ვიწრო აზროვნება, ომისკენ სწრაფვა, უუნარობა და ფარისევლობა. გერმანელებმა თავიანთი სიტყვა თქვეს და გერმანიამ გამოიღვიძა. დამცირებული მერცი ახლა უკვე სტარმერი გახდა", — წერს კირილ დმიტრიევი X-ზე.

Spiegel-ის მონაცემებით, წინასწარი შედეგებით, საქსონია-ანჰალტის არჩევნებში AfD-მ 43.7% მიიღო. მმართველ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს (CDU) 17.2% აქვს, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) — 9.3%, მწვანეებს — 8.9%, ხოლო მემარცხენეებს — 8.6%. სარა ვაგენკნეხტის მემარცხენე-პოპულისტურმა პარტიამ BSW-მ 5.3% მიიღო და საარჩევნო ბარიერი გადალახა.