იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია მინისტრ პაატა სალიას ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ციფრული ინოვაციებისა და საჯარო მმართველობის სფეროში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

"გვექნება ორმხრივი შეხვედრა კორეის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრ იუნ ჰო-ჯუნთან. ამ შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის შექმნას. ეს იქნება მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება ინოვაციების, გამოცდილების, ცოდნის გაზიარება და ეს ცენტრი განახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ამ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში", — განაცხადა პაატა სალიამ.

უწყებს ცნობით, ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაა.