ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, საერთაშორისო ფინანსური გამოცემა Global Finance-ის 2026 წლის Digital Bank Awards-ის ფარგლებში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველოში ექვსი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა.

Global Finance-ის Digital Bank Awards მსოფლიოს მასშტაბით ბანკების ციფრულ ინოვაციებს, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებსა და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომებს ყოველწლიურად აფასებს. 2026 წელს გამოცემამ გამარჯვებულები სხვადასხვა მიმართულებით გამოავლინა.

ლიბერთის მობაილ ბანკი საქართველოში საუკეთესო ბიზნეს მობაილ ბანკად (Best Mobile Banking App – Georgia) დასახელდა.

კორპორაციული ციფრული ბანკინგის (Corporate Digital Banking) მიმართულებით, ლიბერთიმ მიიღო შემდეგი ჯილდოები:

  • საუკეთესო ციფრული საბანკო მომსახურება და ფულის მართვის სერვისები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში (Best Online Treasury & Cash Management Services Central & Eastern Europe);
  • საუკეთესო ციფრული სახაზინო მომსახურება და ფულის მართვის სერვისები საქართველოში (Best Online Treasury & Cash Management Services – Georgia)
  • საუკეთესო საბანკო მომსახურება მიკრო და მცირე ბიზნესისთვის / საუკეთესო ბიზნეს ციფრული სერვისები საქართველოში (Best SME Banking/SME Platform – Georgia)

ლიბერთი საუკეთესო ბანკად დასახელდა ასევე სოციალური და საზოგადოებრივი საბანკო მომსახურების ნომინაციაში (Social & Community Banking), როგორც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე საქართველოში.

"Global Finance-ის მიერ მიღებული ჯილდოები, ლიბერთის ციფრული განვითარების სტრატეგიის საერთაშორისო აღიარებაა", — აღნიშნავს ელენე ჩუბინიძე, ლიბერთის ციფრული ბანკინგის ბიზნესგანვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, — "მომხმარებელთა საჭიროებებზე ორიენტირებული ციფრული საბანკო სერვისების, ასევე ბიზნესისთვის თანამედროვე ციფრული პლატფორმებისა და ფინანსური მართვის ინსტრუმენტების განვითარება, ბანკისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

"ლიბერთი, როგორც ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, მომავალშიც გააგრძელებს ციფრული ბანკინგის ტრანსფორმაციას. თანამედროვე, მოქნილი და ეფექტიანი ციფრული პლატფორმების განვითარება როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ბიზნესისთვის საბანკო სერვისების გამარტივებისა და ხელმისაწვდომობისკენ იქნება მიმართული".

ბაზისბანკ ჯგუფის შესახებ

2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95,99% შეიძინა. ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65 000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. იგი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო ქსელით არის წარმოდგენილი: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-მდე ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.

2026 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ბაზისბანკ ჯგუფის აქტივები 12 მილიარდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7,9 მილიარდი ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 9 მილიარდი ლარი. ჯგუფის 2026 წლის 6 თვის წმინდა მოგებამ 127 მილიონი ლარი შეადგინა.