ნეტფლიქსი Manifest-ის გაგრძელებაზე მუშაობს — რა ვიცით Arrivals-ის შესახებ?
ფოტო: NBC
Manifest-ს — სერიალს თვითმფრინავზე, რომელიც საიდუმლოებით მოცულ ვითარებაში გაუჩინარდა და ხუთ-ნახევარი წლის შემდეგ ისე დაბრუნდა, რომ არცერთ მგზავრს ასაკი არ მომატებია — გაგრძელება ექნება.
ამ გაგრძელებაზე, სახელად Arrivals: A New Manifest Mystery, სერიალის თავდაპირველი გუნდი იმუშავებს. Arrivals-ს სათავეში ჩაუდგება Manifest-ის იდეის ავტორი ჯეფ რეიკი. მას შეუერთდებიან სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერები — მარგარეტ იზლი და ლორა პატნი.
ფოტო: NBC
Arrivals-ის აღწერა ასეთია: "როდესაც საიდუმლოებით მოცული თვითმფრინავი დენვერში ავარიულად დაეშვება, მგზავრებს არაფერი ახსოვთ — არც ის, ვინ არიან, საიდან მოფრინავდნენ ან რატომ იმყოფებიან იქ. ახალგაზრდა სოციალური მუშაკი და შიდა უსაფრთხოების სამსახურის აგენტი ჩამოფრენილებთან ერთიანდებიან, რათა კაცობრიობის განადგურება თავიდან აიცილონ. ამ პროცესში კი აღმოაჩენენ, რომ თავადაც იმ დიდი თავსატეხის ნაწილები არიან, რომლის ამოხსნასაც ცდილობენ".
Netflix-მა სერიალის შესახებ განცხადების გასაკეთებლად 28 აგვისტოს დილის 08:28 საათი სპეციალურად შეარჩია: Manifest-ის სიუჟეტი თვითმფრინავის რეის 828-ის გარშემო ვითარდებოდა და ამ ციფრებმა სერიალში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.
ფოტო: Deadline
Manifest-ის პრემიერა NBC-ზე 2018 წლის სექტემბერში შედგა. სერიალში მთავარ როლებს მელისა როქსბურგი, ჯოშ დალასი, ათენა კარკანისი, ჯეი არ რამირესი, ლუნა ბლეიზი, ჯეკ მესინა, პარვინ კაური, მეტ ლონგი და ჰოლი ტეილორი ასრულებდნენ. NBC-მ შოუ 2021 წელს, 3 სეზონის შემდეგ გააუქმა, თუმცა მოგვიანებით Netflix-მა ის ბოლო, მე-4 სეზონისთვის განაახლა.
Netflix-ის მონაცემებით, 2023 წლის პირველი ნახევრიდან მოყოლებული, Manifest-ის ოთხივე სეზონს ჯამში 130 მილიონზე მეტი ნახვა აქვს დაგროვილი.
-
"ეს არის სასაცილო და ტრაგიკული" — ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე "ეს არის სასაცილო და ტრაგიკული" — ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
"ყველაფერი არის მარტივი ტყუილი და სპეკულაცია" — ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის ნაწილის გასხვისებაზე "ყველაფერი არის მარტივი ტყუილი და სპეკულაცია" — ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის ნაწილის გასხვისებაზე
გადახედვა
-
ნეტფლიქსი Manifest-ის გაგრძელებაზე მუშაობს — რა ვიცით Arrivals-ის შესახებ? ნეტფლიქსი Manifest-ის გაგრძელებაზე მუშაობს — რა ვიცით Arrivals-ის შესახებ?
გადახედვა
-
ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი: დავით გარეჯთან დაკავშირებული დოკუმენტების შესახებ ჩემი ჩვენება ოქმში არ ასახულა ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი: დავით გარეჯთან დაკავშირებული დოკუმენტების შესახებ ჩემი ჩვენება ოქმში არ ასახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნიუ-იორკში eZo Festival-ის ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნიუ-იორკში eZo Festival-ის ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რომან დარსალია ქართველთა გენოციდზე საუბრისა და პუტინის კრიტიკის გამო დააკავეს ოკუპირებულ აფხაზეთში რომან დარსალია ქართველთა გენოციდზე საუბრისა და პუტინის კრიტიკის გამო დააკავეს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპს სურს, შტატ ნიუ-მექსიკოს "ახალი ამერიკა" დაარქვას დონალდ ტრამპს სურს, შტატ ნიუ-მექსიკოს "ახალი ამერიკა" დაარქვას
გადახედვა
-
ერთჯერადი გენური თერაპია "ცუდი" ქოლესტერინის დონეს 52%-ით ამცირებს — კლინიკური კვლევა ერთჯერადი გენური თერაპია "ცუდი" ქოლესტერინის დონეს 52%-ით ამცირებს — კლინიკური კვლევა
გადახედვა
-
Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი — ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზე, პროექტის მხარდამჭერია ბაზისბანკი Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი — ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზე, პროექტის მხარდამჭერია ბაზისბანკი
-
დონალდ ტუსკი: AfD-ის ტრიუმფი მხოლოდ იდიოტებს უხარიათ დონალდ ტუსკი: AfD-ის ტრიუმფი მხოლოდ იდიოტებს უხარიათ
გადახედვა
-
გერმანიის საქსონია-ანჰალტის მიწის პარლამენტის არჩევნებს ულტრამემარჯვენე პარტია AfD 44.5%-ით იგებს გერმანიის საქსონია-ანჰალტის მიწის პარლამენტის არჩევნებს ულტრამემარჯვენე პარტია AfD 44.5%-ით იგებს
გადახედვა
-
კუშნერი და უიტკოფი კიევში ზელენსკის შეხვდნენ — რა საკითხები განიხილეს? კუშნერი და უიტკოფი კიევში ზელენსკის შეხვდნენ — რა საკითხები განიხილეს?
გადახედვა
-
7 სექტემბერს, დიუშენის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს, საჯარო ღონისძიება გაიმართება 7 სექტემბერს, დიუშენის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს, საჯარო ღონისძიება გაიმართება
გადახედვა
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
კომენტარები