რუსეთის განცხადებით, 9 სექტემბრის ღამეს სოჭის სანაპიროზე უპილოტო საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა.

კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა განაცხადა, რომ უპილოტო საზღვაო დრონებით შეტევამ სოჭის სანაპიროზე ხანძარი გამოიწვია. თვითმხილველების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ხანძარი, სავარაუდოდ, პლაჟზე მდებარე კაფეს შენობაშიც გაჩნდა.

რუსული მედიასაშუალებების ცნობით, თავდასხმის გამო საკონცერტო დარბაზ "ფესტივალნიში" მომღერალ ტატიანა ბულანოვას კონცერტი შეწყდა. Medusa-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა.