პრემიერი კობახიძე აცხადებს, რომ "არიან ადამიანები, რომელთათვისაც კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული კონკრეტულ ადამიანებზე, გუნდის ყოფილ ლიდერზე იმისათვის, რომ ის იყო გახვეული კორუფციაში".

"იყო სერიოზული პრობლემები კორუფციასთან დაკავშირებით. არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული კონკრეტულ ადამიანებზე, გუნდის ყოფილ ლიდერზე იმისათვის, რომ ის იყო გახვეული კორუფციაში. არიან ადამიანები, რომლებსაც ეს უბრალოდ არ ესმით, რომ კორუფცია არის ცუდი და რატომ შეიძლება, ვიღაც იყოს შენზე გაბრაზებული — ხალხი თუ გუნდი, იმის გამო, რომ შენ იყავი ჩართული კორუფციაში. ეს მათი საქმეა. ჩვენი საქმე არის სამართლის აღსრულება ყველა საკითხთან დაკავშირებით", — განაცხადა კობახიძემ.