ჯეოქეისი: დაზვერვის სამსახურის სუს-ისთვის დაქვემდებარება წარმოადგენს საგანგაშო ქმედებას
ანალიტიკური ცენტრი "ჯეოქეისი" ოცნების პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც დაზვერვის სამსახური საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაექვემდებარება და ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საგანგაშო ქმედებას, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემას და მის ინსტიტუციურ მოწყობას.
"ჯეოქისი" ქართულ ოცნებას მოუწოდებს, "არ გადადგას ეს უპასუხისმგებლო და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი, რომელიც დიდ დარტყმას მიაყენებს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემას".
"ქართული ოცნება გეგმავს საქართველოს დაზვერვის სამსახურის გაერთიანებას და დაქვემდებარებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, რაც წარმოადგენს საგანგაშო ქმედებას, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემას და მის ინსტიტუციურ მოწყობას.
საქართველოს დაზვერვის სამსახური 1997 წლიდან მოყოლებული დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბდა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, კრიტიკული ინფორმაციის მოპოვებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაში. წარსულში, სამსახურის სხვა უწყებასთან შერწყმამ გამოიწვია მისი ეფექტიანობის შემცირება და უწყებრივი დესტაბილიზაცია, რაც მალევე თავად იმჟამინდელმა ხელისუფლებამ აღიარა და გადაწყვეტილება უკან გაიწვია. მას შემდეგ, დაზვერვის სამსახური კვლავ დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა და მასში განხორციელდა საგრძნობი ინვესტირება, როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მრავალწლიანი პროცესის მიზანი იყო დაზვერვის სამსახური ჩამოყალიბება დამოუკიდებელ, პოლიტიკურად მიუკერძოებელ და დასავლურ ღირებულებებსა და მუშაობის პრინციპებზე დაფუძნებულ ინსტიტუტად, რომელიც ჯეროვნად შეასრულებდა მასზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს.
დაზვერვის სამსახურის შერწყმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, დიდი ალბათობით, გამოიწვევს სადაზვერვო საქმიანობის ეფექტიანობის კლებას, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების სათანადო ყურადღების გარეშე დარჩენას/ან სრულად გაქრობას და კვალიფიციური კადრების გადინებას. ეს, ასევე, საფრთხეს შეუქმნის დასავლურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას, რაც აისახება ინფორმაციის გაზიარების შემცირებაზე, კადრების გადამზადების შეჩერებასა და ნდობის ხარისხზე.
აღნიშნული ე.წ. რეფორმის შედეგად მოხდება სუს-ის ძალაუფლების მნიშვნელოვანი ზრდა, დაზვერვის სამსახურში ალტერნატიული ხედვისა და საქმიანი პროცესისათვის აუცილებელი განსხვავებული შეფასებების შეზღუდვა. საქართველოში არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ე.წ. რეფორმა გამოიწვევს სამსახურის პოლიტიზებას, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის საბაზისო პრინციპებს.
მაშინ როდესაც საქართველოს წინაშე დგას არაერთი კრიტიკული გამოწვევა და სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოებრივი მედეგობის გაძლიერებას, სახეზეა ინსტიტუციური სისტემის მიზანმიმართული დასუსტების მცდელობა, რაც ერთიანობაში კიდევ უფრო მოწყვლადს გახდის საქართველოს ისედაც დასუსტებულ უსაფრთხოების სისტემას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას არ გადადგას ეს უპასუხისმგებლო და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი, რომელიც დიდ დარტყმას მიაყენებს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემას.
მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს დაზვერვის სამსახურის ღირსეულ და პროფესიონალ თანამშრომლებს, რომლებსაც სურთ ქვეყნის ინტერესებს ემსახურონ. სისტემიდან წამოსვლის შემთხვევაში, მზად ვართ მათ შევთავაზოთ ჩვენი პლატფორმა პროფესიული ხედვების გასაზიარებლად და უსაფრთხოების მიმართულებით მათი ცოდნისა და კონტაქტების გამოსაყენებლად", — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
"ჯეოქეისის" განცხადებას სოციალურ ქსელში საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. ის წერს, რომ ამ ორი უწყების შერწყმის მაგალითები არსებობს რუსეთში, ბელარუსში, ჩრდილო კორეაში, თურქმენეთში, რაც მისი თქმით კითხვებს აჩენს.
"ამ ორი უწყების შერწყმის მაგალითები არსებობს შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილო კორეა, თურქმენეთი…
ვინმეს კითხვა უჩნდება საითკენ მივდივართ!", — წერს ზურაბიშვილი.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები