რუსი ტურისტი ქალი სვანეთში მომხდარი თავდასხმის დეტალებს იხსენებს
5 იანვარს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან ორ ტურისტს, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები თავს დაესხნენ. ორივე მათგანი რუსეთის მოქალაქეები არიან. ქალი პოლიციაში უკვე გამოიკითხა, კაცის ადგილსამყოფელი კი ამ დრომდე უცნობია. არ დასტურდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ქალი გააუპატიურეს.
მთის ამბების ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე ვიქტორ სოლოვიევს ამ დრომდე ეძებს. პოლიცია ნაკრასა და ლახამულაში საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკა, მაგრამ მას ვერ მიაგნეს.
მეორე ტურისტი, ალინა (გვარი უცნობია) ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცის ტელეგრამის არხზე კომენტარებში თავდასხმის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით ის და მისი პარტნიორი თეთნულდისკენ შკოდას ავტომობილით მიდიოდნენ, როცა გათოვდა და გვირაბთან სურათების გადასაღებად გაჩერდნენ. ამ დროს მათთან თეთრი "სუბარუს" მარკის ავტომობილი გაჩერდა და ჰკითხეს, დახმარება ხომ არ უნდოდათ, შემდეგ გადაუსწრეს და კიდევ ერთხელ შეხვდნენ გზაზე, რასაც მოჰყვა კონფლიქტი და გასროლა.
"თეთნულდისკენ მივდიოდით, როცა გათოვდა. გვირაბთან გავჩერდით, თოვლისთვის რომ შეგვეხედა, ვიდეო გადავიღეთ. პირველად ჩვენთან ახლოს მოვიდნენ, გაჩერდნენ და იკითხეს, დახმარება ხომ არ გვჭირდებოდა. ვუთხარით არა, მადლობა, უბრალოდ ფოტოებს ვიღებთ-მეთქი და წავიდნენ. შემდეგ მათ გადავუსწარით. გზის პირას იდგნენ. გზაზე გაჭედილი მანქანა შეგვხვდა, ვიტიამ ისინი ბუქსირით ამოიყვანა. ამ მომენტში თეთრმა სუბარუმ ჩაგვიარა, ამჯერად აღარ გაჩერებულა.
როდესაც ვიტიამ შორიდან შეამჩნია, რომ ისინი შუა გზაზე იდგნენ, მთხოვა, სანივთე უჯრიდან დანა მიმეწოდებინა. შეჩერდა, გადავიდა და ჰკითხა, რა მოხდაო.
მათ ჰაერის ტუმბო სთხოვეს. ამოიღო და მისცა. შემდეგ რაღაც კონფლიქტი დაიწყო. ისინი ამბობდნენ, მობილურები მოგვეცით, ფოტოებს რატომ გვიღებდითო. შემოძვრა და ვიტიას ერთი ტელეფონი აიღო. მან (ვიქტორმა) მათ სთხოვა, რომ მე არ შემხებოდნენ. კიდევ შემოძვრა და მეორე ტელეფონი აიღო. შემდეგ მათ შორის დიალოგი დაიწყო, მხოლოდ ვიქტორის ხმა მესმოდა. ეუბნებოდა, რომ არ შეხებოდნენ. შემდეგ იყო ორი გასროლა, ვერ დავინახე რა მიმართულებით და ვერც ვიქტორს ვხედავდი. ჩემთან თავდამსხმელი პისტოლეტით მოვიდა, მომიშვირა და მობილურის მიცემა მომთხოვა, არც დამლოდებიან, ორივე თავდამსხმელი ჩვენს მანქანაში ჩასხდა და პირდაპირ სვლა გააგრძელეს, შემდეგ, უკან რომელიც იჯდა, მანქანიდან ჩამოვიდა. ჩვენ წინსვლა გავაგრძელეთ. შემდეგ სუბარუ მოგვიახლოვდა, რომელიც ჩვენი მანქანის საჭესთან იჯდა შემობრუნდა, გადავიდა და სუბარუში ჩაჯდა. 10 წუთით წავიდნენ, ამ დროს მე 112-ზე დავრეკე. მოვასწარი მეთქვა, რომ მესტიამდე დაახლოებით ერთი საათის გზა გვქონდა დარჩენილი, ჩვენი მანქანის ნომერი ვუთხარი და ყველაფერი ავუხსენი.
მანქანაში შიგნიდან ჩავიკეტე, ისინი დაბრუნდნენ და ფანჯრების ჩამსხვრევა დაიწყეს. მანქანა გავაღე. მითხრეს უკან გადავმჯდარიყავი, გადავჯექი და ჩუმად დავიძარით. ვთხოვდი გავეშვით, არ დავეხოცეთ. მან მითხრა, თქვენს დახოცვას არავინ აპირებსო. მივედით მაღლობამდე, რომელზე ასვლაც სურდათ. შკოდათი ვერ შეძლო, სუბარუ უკვე წინ იყო წასული. შემდეგ უკან დაიხია, ჩვენი მანქანიდან სუბარუში გადაჯდა და წავიდნენ. მაშინ მე მობილურის ამოღება შევძელი და კიდევ ერთხელ დავრეკე 112-ზე. ორი ჩამვლელი მანქანა გავაჩერე. შემდეგ მოვიდა პოლიცია. ეგრევე მოვიდა [პოლიციელების] პიკაპები ავტომატებით და ეს ყველაფერი გრძელდება მას შემდეგ", — წერს რუსი ტურისტი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით იძიებს, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ნაპოვნია ორივე ავტომობილი.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები