ალექსანდრე დარახველიძე

8 Dec. 2024, 20:56

ჩვენ ვრეაგირებთ თითოეულ ფაქტზე და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენი მანდატის ფარგლებში მოქმედებს და განსაზღვრული კანონით. შესაბამისად, როცა საპატრულო პოლიციის გამოძახება ხდება, რა თქმა უნდა, ის ახდენს ფაქტის დაფიქსირებას და რეაგირებას. ახლა, პოლიციელს და საპატრულო პოლიციელს ვერ მოვთხოვთ ჩვენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც შეიძლება მოსთხოვო სპეცრაზმელს ან სხვა ისეთ ადამიანს, ვისაც აქვს სპეციალური წვრთნა გავლილი. როცა ჯგუფი ძალადობს, ამ შემთხვევაში, ერთი ადამიანი ვერაფერს ვერ გააკეთებს იქ. ამიტომ, მან გამოიძახა შესაბამისი დანაყოფები და დაწყებულია გამოძიება, ტარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება. 

შეგახსენებთ, 6 დეკემბერს, უცნობი, ნიღბიანი პირები პუბლიკის ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს დაესხნენ თავს. ფაქტს შეესწრო, მინიმუმ, ორი პოლიციელი  და მოქალაქეების თხოვნის მიუხედავად, არ დააკავეს თავდამსხმელები, მათ გაქცევის საშუალება მისცეს და მანქანაში ჩასხდნენ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა…