საბა ბრაჭველი: 22 წლის ბიჭი სიკვდილს ებრძვის იმის გამო, რომ გაზის კაფსულა მოარტყეს თვალში
"ღია საზოგადოების ფონდის“ იურისტი საბა ბრაჭველი 5-დღიან საპროტესტო აქციებს აჯამებს და წერს, რომ ამ ხნის განმავლობაში 250-ზე მეტი ადამიანი მხოლოდ თბილისშია დააკავეს. აქედან ყველა ნაცემია. კლინიკაში გადაყვანილებიდან ყველას ტვინის შერყევა აქვს, ხშირად ცხვირისა და ყბის მოტეხილობებით, ხოლო 22 წლის ბიჭი სიკვდილს ებრძვის იმის გამო, რომ გაზის კაფსულა მოარტყეს თვალში. მისივე თქმით, დაკავებულებს დასამცირებლად ფოტოებს და ვიდეოებს უღებენ.
"თუ ოცნების პროპაგანდისტებმა თქვენი საინფორმაციო ველიც დააბინძურეს და კარგად ვერ ხვდებით, რა ხდება:
22 წლის ბიჭი სიკვდილს ებრძვის იმის გამო, რომ გაზის კაფსულა მოარტყეს თვალში;
250-ზე მეტი ადამიანი მხოლოდ თბილისშია დაკავებული. ყველა ნაცემია. კლინიკაში გადაყვანილებიდან ყველას ტვინის შერყევა აქვს, ხშირად ცხვირისა და ყბის მოტეხილობებით;
განსაკუთრებით სასტიკი ცემა დაკავების შემდეგ იწყება. დაკავებულები აჰყავთ "მარშუტკებში", სადაც სპეცრაზმელები ჯგუფურად, როტაციით ურტყამენ, აფურთხებენ, აგინებენ, ემუქრებიან გაუპატიურებით;
ცემა სისხლის გუბეებამდე გრძელდება. შემდეგ დაკავებულებს ატარებენ კორიდორში, სახისა და ზურგის არეში სათითაოდ ურტყამენ წიხლებს. ნაცემების ერთ ჯგუფს მარშუტკაში გახსნილი გაზის ბალონიც შეუგდეს;
დაკავებულებს დასამცირებლად უღებენ ფოტოებს და ვიდეოებს. ხდიან ფეხსაცმელებს, ართმევენ (ძარცვავენ) ტელეფონებს, საათებს, მზის სათვალეებს;
ნაცემი იმდენია, რომ ინგოროყვადან პაციენტების ნაადრევად გამოშვება უწევთ, ახალი დაკავებულების მიღება რომ შეძლონ.
ამის შემდეგ თუ შენ ჩვეულებრივად აგრძელებ ცხოვრებას, ის მაინც ნუ გაგიკვირდება, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ ამას.
დაუსჯელი ძალადობა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს.
არჩევნების მიტაცება ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს.
ხალხთან "დუბინკების" ენით საუბარი უნდა დასრულდეს.
ხელისუფლება უნდა ეკუთვნოდეს ხალხს", — წერს სოციალურ ქსელში საბა ბრაჭველი.
შეგახსენებთ, რომ ღია საზოგადოების ფონდის იურისტი საბა ბრაჭველი 29 ნოემბრის აქციაზე თავად დაშავდა სპეცრაზმისგან გასროლილი რეზინის ტყვიით. ბრაჭველს დაზიანება ჰქონდა თვალთან და სახის არეში.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები