რატომ მიემგზავრება აფრიკის ზოგიერთი ქვეყნის პრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ?
ფოტო: AFP
რა საერთოა ნიგერიის, ანგოლას, ზიმბაბვეს, ბენინის რესპუბლიკისა და ალჟირს პრეზიდენტებს შორის? ის, რომ ისინი საკუთარ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემას აშკარად არ ენდობიან, - წერს BBC.
უცხოეთის საავადმყოფოებში გატარებული დროის მიხედვით, პირველ ადგილს ამ "შეჯიბრში" ნიგერიის 74 წლის პრეზიდენტი მუჰამადუ ბუჰარი იკავებს.
იმის გამო, რომ ჯანდაცვის ეროვნულ სისტემებს დაფინანსების სერიოზული პრობლემები აქვთ, ამ ქვეყნის ლიდერები ამჯობინებენ, რომ საზღვარგარეთ იმკურნალონ, რასაც ვერ ახერხებენ სხვა მოქალაქეები. მათ მედიცინის იმ ხარისხით უწევთ დაკმაყოფილება, რომელიც აქვთ.
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის შედეგების მიხედვით, 2010 წელს აფრიკის ქვეყნები სამედიცინო ხარჯებისთვის ბიუჯეტიდან, ერთ სულ მოსახლეზე, საშუალოდ 135 დოლარს გამოჰყოფენ, მაშინ, როდესაც დასავლეთის მდიდარ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 3 150 აშშ დოლარია.
ამავე მონაცემებით, მაგალითად, ზიმბაბვეს სახელმწიფო საავადმყოფოებში ხშირად აკლიათ ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა ანტიბიოტიკი და ტკივილგამაყუჩებელი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ბევრი ქვეყნის სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემა სახიფათო ტემპებით მიიწევს უკან.
რაც შეეხება ნიგერიას, ჯანდაცვის სისტემა უბრალოდ სავალალო მდგომარეობაშია. სახელმწიფო მოხელეები და კერძო სექტორის რამდენიმე თანამშრომელი ახერხებს, რომ კერძო დაზღვევის საშუალებით შესაბამისი სამედიცინო დახმარება მიიღოს. თუმცა, მოსახლეობის დიდი ნაწილი იძულებულია, რომ არსებული სისტემით დაკმაყოფილდეს.
ორივე ქვეყანაში, ზიმბაბვესა და ნიგერიაში, ფულის ქონის შემთხვევაში შესანიშნავი მკურნალობის მიღებაა შესაძლებელი, თუმცა პაციენტებს ჰგონიათ, რომ საზღვარგარეთ მათ უკეთესი პირობები ელოდებათ.
ამ წელს, ნიგერიის პრეზიდენტმა ოთხ თვეზე მეტი გაატარა ლონდონში, ამასთანავე ფართო საზოგადოებისთვის მისი დიაგნოზი უცნობია, რაც მოსახლეობაში აღელვებას იწვევს.
თავისი წინამორბედისგან განსხვავებით, რომელიც სამკურნალოდ საუდიის არაბეთში გაემგზავრა ისე, რომ მოვალეობის დროებითი შემსრულებელიც კი არ დაუტოვებია, ბუჰარუმ თავისი ერთ-ერთი მოადგილე დატოვა, თუმცა მოსახლეობის უკმაყოფილება ამით არ დასრულებულა.
ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე, რომელიც ხელისუფლებაში 1980-იანი წლებიდანაა, ამ წელს სინგაპურში სამკურნალოდ სამჯერ გაემგზავრა. მისი პოლიტიკური ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მუგაბე ქვეყანას საავადმყოფოს საწოლიდან მართავს.
ამ წლის მაისში, ანგოლას ხელისუფლებამ აღიარა, რომ პრეზიდენტი ჟოზე ედუარდო სანტუში, რომელიც 38 წლის განმავლობაშია ქვეყნის ლიდერი, სამკურნალოდ ესპანეთში გაემგზავრა. როგორც ნიგერიის შემთხვევაში, ანგოლის ხელისუფლებამ არ გაამხილა პრეზიდენტის ვოიაჟის დეტალები.
ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ევარისტო დე ლუშმა განაცხადა, რომ გამგზავრება მმართველი პარტიის არაკომპეტენტურობასა და ჯანდაცვის სისტემის სავალალო მდგომარეობას უსვამს ხაზს.
ალჟირის პრეზიდენტის, 80 წლის აბდელაზიზ ბუტეფლიკას ჯანმრთელობის სავალალო მდგომარეობაზე დიდი ხანია ცნობილია.
2013 წელს მას ინსტულტი ჰქონდა, შემდეგ წელს კი, საარჩევნო უბანზე ეტლით გამოცხადდა. იმავე წელს სამკურნალოდ საფრანგეთში გაემგზავრა. France Press-ის ცნობით, ალჟირის პრეზიდენტი ნოემბერში კიდევ ერთხელ დაბრუნდა იქ, როგორც ხელისუფლებამ განმარტა, რეგულარული სამედიცინო შემოწმებისთვის.
ბენინის რესპუბლიკის ხელისუფლებამ არ დამალა, თუ რისთვის ეწვია პრეზიდენტი პატრის ტალონი საფრანგეთს ივნისში, ორჯერ. იქ მას ორჯერ გაუკეთეს ოპერაცია. ერთი პროსტატის, ხოლო მეორე კი საჭმლის მომნელებელი ორგანოების.
მაგრამ რა არის სხვა ქვეყანაში მკურნალობის მომხიბვლელობა?
გასაკვირი არაა, რომ არც ერთი პრეზიდენტის პრესმდივანმა მიზეზად საზღვარგარეთ უკეთესი სამკურნალო პირობები არ დაასახელა.
თუმცა, რობერტ მუგაბეს პრესმდივანმა მაისში განაცხადა, რომ ქვეყნის პირველი პირი ადგილობრივ მკურნალობაზე მთლიანად უარს არ ამბობს.
სახელისუფლებო გაზეთმა Herald-მა ჯორჯ ჩარამბის ციტატა მოიყვანა, რომელმაც განაცხადა, რომ პრეზიდენტის მკურნალი ექიმი "არა მხოლოდ ზიმბაბვედანაა, ის შავია.. ძალიან, ძალიან, ძალიან შავია".
ერთადერთი პრობლემა, რის გამოც მუგაბემ უცხოელ სპეციალისტებს მიმართა, თვალებს უკავშირდება და ისიც მედიცინის მაღალი დონის გამო.
პრესმდივნის განმარტებით, ამ პრობლემის გამო, საქმიანი შეხვედრების დროს მუგაბეს ხშირად თვალების დახუჭვა უწევდა, რის გამოც რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მას ეძინა.
ნიგერიელი ექიმი ოსახონ ენაბულელე ამბობს, რომ ამგვარი გამგზავრებების პრობლემა არამხოლოდ ისაა, რომ მათ გამო საკუთარ ქვეყანაში ექიმები ცუდ მდგომარეობაში არიან, ეს, ასევე, ჯანდაცვის სახელმწიფო სისტემას ამხობს.
ის ამას სამედიცინო ტურიზმს უწოდებს და ამტკიცებს, რომ პოლიტიკური ლიდერების ასეთი ქმედება, ქვეყანას მილიონები უჯდება.
მისი მონაცემებით, 2013 წელს ნიგერიელებმა სამედიცინო მომსახურებაში საზღვარგარეთ ერთი მილიარდი დოლარი დახარჯეს, ახლა კი ეს რიცხვი გაორმაგებულია. მაგალითად, 2016 წელს სახელმწიფო ჯანდაცვისთვის გამოყოფილი იყო 800 მილიონი დოლარი.
ენაბულელე, რომელიც სამედიცინო ასოციაცია ერთა თანამეგობრობის ვიცე-პრეზიდენტია, ამბობს, რომ ის ფული, რაც ნიგერიიდან მკურნალობისთვის გავიდა, შესაძლებელი იყო ქვეყნის ჯანდაცვაზე დახარჯულიყო:
"უახლესი სამედიცინო აპარატურის შემოღების იდეა შორეულ ოცნებად დარჩება მანამ, სანამ ხალხი სამედიცინო დახმარების მისაღებად საზღვარგარეთ წავა".
მისი თქმით, ნიგერიელი ექიმები მიემგზავრებიან სხვა ქვეყნებში, სადაც უკეთესი პირობების შეთავაზება შეუძლიათ, რაც უფრო მეტად ძაბავს სიტუაციას. ენაბულელეს თქმით, შესაბამისი მკურნალობის მიღება პრეზიდენტს ქვეყნის შიგნითაც შეუძლია.
თუ სიტუაციას სხვა მხრიდანაც შევხედავთ, მაშინ ჯანდაცვის არასაკმარისი დაფინანსება პრობლემის მხოლოდ ნაწილია.
პოლიტიკურ ლიდერებს, შეიძლება, საკმარისი სტიმული არ აქვთ, რომ ჯანდაცვის სისტემა გააუმჯობესონ მაშინ, როდესაც საკმარისი ფინანსები აქვთ, რათა სხვაგანაც იმკურნალონ.
მათ სუდანის პრეზიდენტისგან, ომარა ალ-ბაშირისგან შეუძლიათ მაგალითის აღება. იანვარში, როგორც ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა, ადგილობრივ საავადმყოფოში მას გულის კათეტერიზაციის დიაგნოსტიკა ჩაუტარეს. თუმცა, საავადმყოფო კერძო იყო და არა სახელმწიფო.
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
კომენტარები