რუსეთის კრიტიკის შემდეგ, სომხეთმა ისტორიის წიგნიდან "ანექსია" ამოიღო
ფოტო: OC Media
სომხეთის განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიტიკის შემდეგ ისტორიის სახელმძღვანელოდან რუსეთის მიერ სომხეთის ანექსიის ხსენებას ამოიღებს.
სომხეთის განცხადება 15 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიტიკას მოჰყვა, რომელიც უკავშირდებოდა მერვე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს თავს — "რუსეთის მიერ აღმოსავლეთ სომხეთის იძულებითი ანექსია".
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოსტს დანართად დამატებული ჰქონდა ისტორიის წიგნის ონლაინ ვერსია, სადაც აღნიშნულ თავს წითლად "სიცრუე" ეწერა.
რუსეთმა განაცხადა, რომ თავის შინაარსი კითხვის ნიშნის ქვეშაა, ხოლო მისი სათაური პროვოკაციულია და სამხრეთ კავკასიის მე-18 და მე-19 საუკუნის ისტორია დამახინჯებულადაა წარმოდგენილი.
მათი თქმით, საკამათოა ის, რომ რუსეთის მიერ სომხეთის ანექსიას "კოლოსალური მნიშვნელობა ჰქონდა მომავალში სომხეთის სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის" და თურქმენჩაის ზავის "ანექსიად" მოხსენიება "შოკის გამომწვევია ნებისმიერ ისტორიკოსისთვის".
შეგახსენებთ, რომ ზავის თანახმად, 1829 წელს ყაჯართა დინასტიის ირანის უმაღლესმა სახელმწიფომ აღმოსავლეთ სომხეთი რუსეთის იმპერიას დაუთმო.
"რუსეთის იმპერიის განსაკუთრებული, ხოლო შემდეგ სსრკ-სა და რუსეთის როლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, დღევანდელი სომხეთის ფორმირებაში ნიშნავს, რომ ქვეყანა უტყუარ ფაქტებს ამახინჯებს", — განაცხადა რუსულმა მხარემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისტორიის "გადაწერაში" დასავლეთის ბრალეულობასაც ხედავს.
"ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი საერთო ისტორიის გადაწერის მორიგ ურცხვ მცდელობაზე. დასავლური პროპაგანდისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების შედეგად თეთრს შავს უწოდებს და ამას სომხების ხელით აკეთებს, რომლებიც განსაკუთრებით გულმოდგინედ ცდილობენ თავიანთი სპონსორების კეთილგანწყობის მოპოვებას".
კრიტიკას, მომდევნო დღეს, სომხეთის განათლების სამინისტროს განცხადება მოჰყვა. სადაც ნათქვამი იყო, რომ ისინი განიხილავდნენ ისტორიის აღნიშნულ თავს და სათაურიდან ამოიღებდნენ სიტყვა "ანექსიას".
"ჩვენ მივიღეთ სიგნალები, რომელიც მოიცავდა შეშფოთებას, ხოლო ამის შემდეგ ცვლილება განხორციელდა წიგნის ავტორის გუნდთან ერთად", — განაცხადა სამინისტროს საჯარო განათლების დეპარტამენტის უფროსმა, თამარა სარგსიანმა ბრიფინგის დროს.
"ავტორთა ჯგუფმა გადახედა ქვესათაურის ფორმულირებას და შეძლო დაკორექტირდება ისე, როგორც ჩვენ გვაქვს სომხური ისტორიის სასწავლო გეგმაში", — განაცხადა მან და აღნიშნა, რომ Sputnik-მა აპელირება მხოლოდ სათაურზე მოახდინა და არა შინაარსზე.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისტორიის წიგნმა უთანხმოება გამოიწვია; იანვარში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანი გამოვიდა ინიციატივით, რომ სკოლის ისტორიის წიგნს სახელი გადარქმეოდა და დარქმეოდა არა სომხური ისტორია, არამედ სომხეთის ისტორია; ცვლილება შეეხებოდა სიტყვას Hayots, რომელიც სომხეთის უძველესი სახელიდან Hayq, Hayastani მომდინარეობს.
მაშინ ფაშინიანი ამტკიცებდა, რომ სომხეთის ისტორია შედგებოდა "სახელმწიფოებრიობის არ ქონის და სახელმწიფოებრიობის ქონის ეპიზოდებისგან".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები