დათა თავაძე

28 May. 2024, 11:14

როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს დღეს “ქართულმა ოცნებამ”, ახალი საქართველოს დიდ დასაწყისს უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს! ჩვენ ორი თვეა ვასწავლით ერთმანეთს ამ სიახლეს! ერთმანეთს ვასწავლით, როგორ უნდა გვქონდეს ერთმანეთის იმედი, რომ არასდროს მივატოვებთ ერთმანეთს! ორი თვეა ერთმანეთს ვასწავლით უშიშრობას, ანუ თავისუფლებას, სიცილს ნებისმიერი საფრთხის წინაშე! ერთმანეთს ვასწავლით ბრძოლის სრულიად ახალ გზებს, რომლის წესებიც ვერ ამოიცნეს ჩაჟანგებულმა “ძველებმა”, თავისუფლების მოძულეებმა, ამიტომაც ვჯობნიდით ყოველ დღე!

ჩვენ ერთმანეთს ვასწავლეთ, რა არის და როგორ უნდა ვიზეიმოთ ჩვენი მთავარი მონაპოვარი — ჩვენი დამოუკიდებლობა! ჩვენ ერთმანეთს ვასწავლეთ ისტორიის, რწმენისა და ერთობის სიყვარული, რომ, თურმე, შესაძლებელია გულწრფელად გიყვარდეს შენი ფესვები, – ნამდვილი, ცოცხალი ტრადიციები, — და ამავდროულად, მუდმივად მზად იყო განახლებისთვის 

ჩვენ გავაცოცხლეთ ენა! ჩვენ გავაახლეთ ხელოვნება! ჩვენ დავიწყეთ ლაპარაკი ახალ ენაზე, თავისუფლებისა და სიყვარულის ენაზე, რომელიც მხოლოდ მათ ესმით, ვისაც თავისუფლება და სიყვარული უყვარს!

ჩვენ ვნახეთ ახალი საქართველოს გაზაფხული!

თვალი მოვკარით ახალ საქართველოს!

დღეს კიდევ ერთხელ დავიცავთ მას —დღეს მისი დაცვის დღეა!

გამოდი გარეთ, დაიცავი ახალი საქართველოს გაზაფხული!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
  2. "მასე შენს ყოფილებს ესაუბრე" — გიორგი შარაშიძე ირაკლი ზარქუას
  3. სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
  4. განათლების სამინისტრო: პირველკლასელთა რეგისტრაციისას სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 1 კმ-ს
  5. რატომ დააკავეს და რატომ აძევებენ ქვეყნიდან აფგან სადიგოვს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

Gen Z-ის სამუშაო ეთიკა — რატომ ამბობენ ახალგაზრდები უარს "9-დან 6-მდე" მუშაობაზე?

ResumeBuilder-ის კვლევის თანახმად, მენეჯერების 74% მიიჩნევს, რომ Gen Z ყველაზე რთული თაობაა მათ შორის, ვისთანაც კი…