დათა თავაძე

14 Apr. 2024, 13:47

ვხედავთ, როგორ ცდილობს ნებისმიერი ძალა მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით, პირდაპირ რომ ვთქვათ, რუსეთი, გახლიჩოს საზოგადოებები, ხალხები და დააპირისპიროს.

დღეს ჩვენ ამ მომენტში ვართ — აბსოლუტური კატასტროფა, რაც დღეს საზოგადოებას სჭირს, რა თქმა უნდა, არის ზუსტად ეს პოლარიზაცია, სადაც "იმისიანებად" და "ამისიანებად" იყოფა საზოგადოება.

[...] ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ რაზეც ვთანხმდებით, იმაზე არ ვკონცენტრირდეთ და მარტო იმაზე ვკონცენტრირდეთ, რაზეც ვერასდროს შევთანხმდებით.

ჩვენ თუ იმაზე ვკონცენტრირდით, რაზეც ვერ შევთანხმდებით, ვიქნებით სუსტები და ჩვენი მართვა იქნება იოლი. ამიტომ, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ არ გავერთიანდეთ: აბსოლუტურად უაზრო კანონპროექტების დაანონსდება ხდება, რასაც მერე უკან გაიწვევენ, ან გამოიწვევენ და კიდევ მოიტანენ და მერე გაიწვევენ, ოღონდ რაღაც შფოთში ვარსებობდეთ და ოღონდ ერთმანეთს დავუპირისპირდეთ.

აი, ეს ფუნქცია აქვს სპორტს, რაც ვნახეთ ჩვენი ნაკრების გამარჯვებით, როგორ შეუძლია საზოგადოების გაერთიანება სპორტს, თეატრს, ხელოვნებას.

და რაც მთავარია, იმ საერთო მიზანს — მიუხედავად იმისა, ვინ რომელ მხარეს იდგა — საზოგადოებამ დააფიქსირა, რომ საქართველო ირჩევს დასავლეთს, ეს არჩევანი უკვე აქვს გაკეთებული და ჯობია, ამაზე ვკონცენტრირდეთ, ვიდრე იმაზე, რაზეც ვერ ვთანხმდებით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა

პენიტენციური სამსახურის ცნობით, რუსთავის მე-17 დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა…