ნანა მახარაძე

12 Apr. 2024, 18:52

ათასჯერ დავწერე და წავშალე,იმდენი რამის თქმა მინდა...ყველამ თავის საქმე აკეთოსო და ქვეყნის სამსახურში დგომაზე დიდი საქმე რომელია ნეტავ?

35 წლის წინ, ასე შეიკრიბნენ სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანები,დადგნენ ერთად საქართველოს მომავლისთვის, სიცოცხლის და სისხლის ფასად. იქ არავინ არჩევდა მსახიობი იყო თუ სპორტსმენი,მოსწავლე თუ პროფესორი, მუშა თუ მეცნიერი...

ნუთუ ვინმეს ეჭვის დონეზე მაინც აქვს იმედი,რომ ოდესმე რუსულ ორბიტაზე დავბრუნდებით ვუყუროთ ახლა ერთმანეთს უტიფრად და ვარკვიოთ ვინ უფრო მეტი ვართ: კანონწაკითხულები თუ წაუკითხავები...შევთხზათ ახალი სათაურები და ქვეტექსტები... ვცვალოთ გადაწყვეტილებები და შევეჯიბროთ ვის რა გაუვა.

მოვითხოვეთ ევროკავშირი? ანუ მშვიდობა და უსაფრთხოება, ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა, წევრი ქვეყნების კულტურული თვითმყოფადობის დაცვა და ღირებულებები, როგორიცაა პლურალიზმი, ტოლერანტობა, სამართლიანობა და სოლიდარობა — არის ის იდეა, რაც ევროკავშირში შემავალი 27 სახელმწიფოსა და მის 446 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს.

იმისთვის,რომ გავერთიანდეთ უნდა ვაკმაყოფილებდეთ მათ მოთხოვნებს, რადგან მათ ოჯახში შევდივართ. ქართულად მე ჩემი ევროპა მინდა, არ ჭრის, რადგან ევროკავშირი უკვე არსებობს, როგორც გაერთიანება.

რას ემსახურება ერთი წლის უკან ჩავარდნილი კანონის თავიდან დაბადება? რომელი სახელიც არ უნდა დაარქვათ, ის მაინც დარჩება რუსულ კანონად და ჩვენ მას ერთხელ უკვე ვუთხარით არა !!!!

35 წლის წინ, მეც ვიყავი ერთი პატარა გოგო და ჩემნაირმა გოგო-ბიჭებმა შეუძლებელი შეძლეს. დღეს მე ვდგავარ იმ ფერადი თაობის გვერდით, ვისაც ეკუთვნის ხვალინდელი დღე, იმ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების გვერდით, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი, ცივილურ სამყაროსთან ერთად.

და კიდევ მთავარი, ლაზარეს 9 წლიანი პატიმრობის განაჩენი, მიახლოებულიც კი არ არის ცივილურ სამყაროსთან. არც კი იფიქროთ, რომ კიდევ 35 წელს დაელოდება ეს ქვეყანა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სუს: ქრთამის აღების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს 21 წარმომადგენელი დააკავეს
  2. რატომ "ვერ ხედავს" ტრამპი საქართველოს კავკასიაში? — ინტერვიუ ბიძინა ლებანიძესთან
  3. თამთა მიქელაძე: მოსკოვის მექანიზმის გამოყენება ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების კვალიფიკაცია მძიმე ავტორიტარული ქვეყნების რიგშია
  4. ირაკლი კუპრაძე: დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის ხელისუფლება ეცდება, ხელი შეუშალოს ეუთოს კომისიის მუშაობას და ეცდება, გაამარგინალიზოს და პროპაგანდა ჩართოს
  5. რას ნიშნავს "მოსკოვის მექანიზმი", რომელიც 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად გაააქტიურა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შექმნეს თერაპია, რომელმაც თაგვებში პანკრეასის კიბო სრულად და ხანგრძლივად გააქრო

ესპანეთში პანკრეასის კიბოს დიაგნოზს ყოველწლიურად 10 300-ზე მეტი ადამიანი იღებს. ეს სიმსივნის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული…