ნანა მახარაძე

8 Mar. 2023, 17:06

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რომელიც ქვეყნის "ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას" შეეხება, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ფაქტია რომ ჩვენი ქვეყანა მყარად ვერ დგას ორივე ფეხზე... "ცალ ფეხზე" დგომა, მავანთ "ღირსების აყრად" მიაჩნიათ...

დაჩოქილი საქართველოთი კი არასოდეს გავახარებთ ოკუპანტებს... ჩვენ ბრძოლით და სისხლით მოვიპოვეთ საკუთარი დამოუკიდებლობა და თავისუფლება!

ბოლომდე ვფიქრობდი რომ ჩვენმა განვლილმა გზამ თუ ისტორიამ რაღაც მაინც გვასწავლა... დავბრუნდი სამშობლოში და ვეძებ საკუთარ ქვეყანას!!!

ნუთუ ღირს ერთი კანონი ქართველი ხალხის ასეთ დაპირისპირებად... საით მივდივართ?.... რა შედეგს მოიტანს ეს პოლარიზაცია? რატომ ხდება, რომ გაერო, ევროკავშირი, აშშ ჩვენთვის "რადიკალური ოპოზიციაა"? რატომ ხდება, რომ "აყვავებული ეკონომიკის" დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყნიდან გარბიან ადამიანები? რატომ ეშინია მომავლის ამ ქვეყანაში ახალგაზრდებს? და რატომ ვერ შევიგნეთ, რომ ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს...

ჩვენი ადგილი ცივილიზებული სამყაროშია, ჩვენ ვიმსახურებთ ღირსეულ ცხოვრებას .


ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას,რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია, ხოლო სამშობლო თავს ურჩევნიათ ადამიანებს და არა მონებს. არა სხეულის, არამედ სულის საჭურისობას ნიშნავს მონობა! და ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას, მონაა ისიც. ოთარ ჭილაძე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ