აბსანძე, ლეჟავა, დარსალია TV24-ზე: რა არის ახალი პოლიტიკური არხის მიზნები და ბარიერი მაუწყებლობის დაწყებამდე
რა ხდება: მაუწყებლობის დასაწყებად ემზადება TV24, ახალი სატელევიზიო არხი პოლიტიკური შინაარსით.
- On.ge-მ არხთან დაკავშირებით რამდენიმე დეტალი დააზუსტა მას შემდეგ, რაც ტელევიზიამ, რომელსაც ჯერ არ დაუწყია პოლიტიკურ ფორმატში მაუწყებლობა, განაცხადა, რომ ეთერში ვერ ახერხებს გასვლას "ხელოვნური ბარიერების გამო", ამას კი საქართველოს ხელისუფლებას უკავშირებს.
რა ვიცით ახალი პოლიტიკური არხის შესახებ: ტელევიზია აცხადებს, რომ მედიაბაზარზე შედის, როგორც ახალი, დამოუკიდებელი აქტორი. "გვაქვს ამბიცია, მაყურებელს შევთავაზოთ კიდევ ერთი ახალი, ობიექტური და დამოუკიდებელი მედიაპლატფორმა", — აცხადებენ ისინი.
- არხის შინაარსი: TV24 იმაუწყებლებს ახალი ამბებით საინფორმაციო გამოშვებების სახით. ასევე, არხს ექნება პოლიტიკური თოქ-შოუ, დოკუმენტური ფილმები, და სავარაუდოდ, საგამოძიებო მასალებიც.
- არხის მენეჯმენტი: არხის გენერალური დირექტორი ნანა ლეჟავაა, საინფორმაციო სამსახურის უფროსი კი — იმედა დარსალია. ამის შესახებ ჟურნალისტმა ირაკლი აბსანძემ უთხრა On.ge-ს. აბსანძე გაუძღვება არხის პოლიტიკურ თოქ-შოუს, ჰარდთოქის ფორმატში.
ირაკლი აბსანძე, TV24-ის პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი
ფოტო: ირაკლი აბსანძე/Facebook
ნანა ლეჟავა, TV24-ის დირექტორი
იმედა დარსალია, TV24-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი
ფოტო: 1tv.ge
- ვინ არის მფლობელი: არხი დააფუძნა ბიზნესმენ შოთა შალელაშვილის ოჯახმა. შალელაშვილი IX მოწვევის პარლამენტარი იყო ქართული ოცნებიდან. პარლამენტი ვადაზე ადრე, 2019 წლის ოქტომბერში დატოვა, ისევე, როგორც მმართველი პარტია.
"მე, ჩემი რესურსის, ჩემი თავის რეალიზება ვერ შევძელი პარლამენტში. მიზეზი იყო, რომ ვერ ვიპოვე საერთო ენა ჩემს გუნდთან [საპარლამენტო უმრავლესობასთან] და იძულებული გავხდი, დამეტოვებინა საქართველოს პარლამენტი, არა ჩემი მიზეზით, ისევ საპარლამენტო უმრავლესობის გამო. 2017 წელს დავიწყე საუბარი, რომ უმრავლესობის უმცირესობა მართავდა უმრავლესობის უმრავლესობას, არ იყო ფუნქციები გადანაწილებული. ძირითადად, ამან მაიძულა, გადავსულიყავი ბიზნესში", — განაცხადა მან პარლამენტის დატოვებიდან 3 წლის შემდეგ მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში.
რა ბარიერებზე საუბრობს არხი: "ვერ ვახორციელებთ, საბანკო ტრანზაქციებს და ეს პრობლემა ერთდროულად რამდენიმე ბანკში წარმოიქმნა. ეს აჩენს ეჭვსა და ვარაუდს, რომ ამის უკან ხელისუფლება დგას. პასუხსაც არ გვეუბნებიან [ბანკები], თუ რის გამო ვერ ხერხდება საბანკო ოპერაციების განხორციელება. შესაბამისად, არ ვიცით, როგორ გადავუხადოთ ხელფასი თანამშრომლებს. გარდა ამისა, ტექნიკის ნაწილი საყიდია. ამიტომ, პრევენციის მიზნით გავავრცელეთ განცხადება, რომ დაფიქრდნენ და მოგვცენ მუშაობის საშუალება", — თქვა On.ge-სთან ირაკლი აბსანძემ, ჟურნალისტმა.
TV24-ის განცხადებიდან: ტელევიზიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ
- "საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს ხელოვნური ბარიერის შესაქმნელად" და ზღუდავს ტელეკომპანიის ბალანსზე არსებულ ლეგიტიმურ ფინანსურ რესურსებზე წვდომას, ეს კი აფერხებს TV24-ის ეთერში გასვლის პროცესს."
- ტელევიზია მიიჩნევს, რომ "ეს შეტევა არის მიზანმიმართული ანტიდასავლური კამპანიის ნაწილი, რაც მიზნად ისახავს, დემოკრატიის, თავისუფალი აზრის და დამოუკიდებელი მედიის ხელყოფას."
აბსანძის, ლეჟავასა და დარსალიას კონტექსტი
ირაკლი აბსანძე და იმედა დარსალია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემების წამყვანები იყვნენ. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ორივე მათგანი გაათავისუფლა. ნანა ლეჟავამ ტელევიზიაში მუშაობა შეწყვიტა 2019 წელს, იმედიდან წასვლის შემდეგ.
ირაკლი აბსანძე პირველ არხზე ე.წ. ჰარდთოქის ფორმატის ყოველკვირეულ პოლიტიკურ-თოქშოუს, კვირის ინტერვიუს უძღვებოდა და ხშირად სთავაზობდა ტელემაყურებელს კრიტიკულ ინტერვიუებს ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან.
- ის არხმა გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლა 2021 წლის აგვისტოში, მას შემდეგ, რაც ტელეწამყვანმა გამოხატა მოსაზრებები 5-6 ივლისის მოვლენებისას როგორც საპროტესტო აქციაზე, ასევე, ფეისბუქზე.
- აბსანძე პოლიციამ 12 ივლისს აქციაზე, ძალის გამოყენებით დააკავა, რა დროსაც ჟურნალისტს ხელი მოტყდა.
- საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული კითხვებით გამორჩეული ტელეწამყვანის გათავისუფლების მიზეზი ქცევის კოდექსის იმ პუნქტების დარღვევით ახსნა, რომელიც თანამშრომლებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებას არეგულირებს.
- აბსანძე, ასევე, იყო გამოცემა ლიბერალის ჟურნალისტი.
- როგორც ჟურნალისტი, თანამშრომლობს საერთაშორისო გამოცემებთან.
ნანა ლეჟავა: ნანა ლეჟავა სატელევიზიო აუდიტორიას ახსოვს, როგორც რუსთავი 2-ის ყოფილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი.
- მან რუსთავი 2 დატოვა 2008 წელს და საქმიანობა განაგრძო პარტიაში მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის.
- პოლიტიკური კარიერის შემდეგ, დააარსა სტუდია GNS, რომელიც ამზადებდა საგამოძიებო რეპორტაჟებს თავდაპირველად, ტელეკომპანია მაესტროსთვის, შემდეგ — ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული მეცხრე არხისთვის.
- შემდეგ პერიოდში ნანა ლეჟავა იყო ტელეკომპანია იმედის მთავარი საინფორმაციო გამოშვების, ქრონიკის წამყვანი 2019 წლამდე. ის ხატია ქვათაძემ შეცვალა.
- მცირე პერიოდით უძღვებოდა საავტორო პროექტს იმავე არხზე, თუმცა, შემდეგ არხიდან წავიდა.
იმედა დარსალია: ისიც მუშაობდა მეცხრე არხზე, შემდეგ კი საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი საკვირაო გადაცემის, ახალი კვირის წამყვანი გახდა.
- საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი კვირა დახურა 2021 წელს.
- იმედა დარსალიამ და მისი გადაცემის ორმა ჟურნალისტმა — თამთა ჯანაძემ და სოფო ზედელაშვილმა, რომლებიც ასევე გაათავისუფლა არხმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან არსებული პოლიტიკური ცენზურის შესახებ განაცხადეს.
- მათ ისაუბრეს მაუწყებელში არსებულ ე.წ. შავი სიების შესახებ.
- ახალი კვირის დახურვიდან თითქმის 1 წლის შემდეგ, სახალხო დამცველმა ჟურნალისტების გათავისუფლების საქმეზე დარღვევა დაადგინა და პირველ არხს მათი აღდგენის მოთხოვნით მიმართა, რაც, ტელევიზიას დღემდე არ შეუსრულებია.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა


კომენტარები