რობინ დანიგანის ძირითადი გზავნილები — რაზე ისაუბრა აშშ-ის ელჩმა დეპუტატებთან პარლამენტში
მოკლედ: დღეს, 28 თებერვალს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, დეპუტატებს სიტყვით მიმართა.
- მთავარი თემა იყო საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტები და აშშ-ის საგარეო პოლიტიკა.
32-წლიანი ურთიერთობა: რობინ დანიგანის თქმით, 32-წლიანი ურთიერთობის მანძილზე, აშშ-მ საქართველოს ექვსი მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.
აღნიშნა, რომ შეხვედრია ძალიან ბევრ ქართველს, რომელთა ცხოვრება აშშ-საქართველოს პარტნიორობით შეიცვალა, მაგალითად "ოფიცერი, მესაზღვრე, სამხედრო, პროფესორი, სტუდენტი, ფერმერები, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები".
ასევე,
- აშშ-მა საქართველოს ხელი შეუწყო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში.
- საქართველოდან მილიონ ექვსასი ათასმა ადამიანმა სამხედრო განათლება მიიღო აშშ-ში.
- "რომ გადავხედოთ ამ 32 წელს, აშშ არის, თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი ყველაზე მყარი მხარდამჭერი საქართველოსი", — განაცხადა ელჩმა.
ეკონომიკური კავშირების ზრდა: დანიგანის თქმით, 2023 წელს საქართველოს და აშშ-ს შორის ვაჭრობამ ისტორიულ ნიშნულს, 2 მილიარდ დოლარს მიაღწია, "მაგრამ ჩემთვის ეს საკმარისი არ არის", — თქვა მან და აღნიშნა, რომ:
- შეერთებულ შტატებს, სამთავრობო პროგრამაში ფართო არჩევანი აქვს, რათა საქართველოს ახალ ბაზრებზე ექსპორტში დაეხმაროს;
- ეკონომიკური კავშირების განმტკიცების ნაწილში, აშშ მხარს დაუჭერს საქართველოს როლს შუა დერეფანში.
- თქვა, რომ აშშ-ის განვითარების საფინანსო კორპორაციამ, ფოთის პორტში ტერმინალის ასაშენებლად 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც, მისი შეფასებით, საქართველოს, როგორც ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი რგოლის, შესაძლებლობას ზრდის: "ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ, რათა შუა დერეფანში საქართველო ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდეს", — აღნიშნა ელჩმა.
სამხედრო პარტნიორობა: ელჩმა ისაუბრა იმის თაობაზეც, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის, "საქართველოს დახმარებით დაიცვას საკუთარი თავი და შეაკავოს აგრესია, რასაც კვლავ ჩვენს სამხედრო პარტნიორობასთან მივყავართ", — თქვა ელჩმა.
- "ჩვენი სამხედროები ერთად გადიან წვრთნებს, ერთად იბრძვიან და შედეგად მათ გამოიმუშავეს ღრმა და განგრძობითი კავშირი. ერთად მათ მიიღეს საუკეთესო პრაქტიკა.
- როგორც ვიზიტით მყოფმა გენერლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, ამ პარტნიორობამ არა მხოლოდ საქართველოს სამხედროები გააძლიერა, არამედ ჩვენი საკუთარიც", — განაცხადა ელჩმა და მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის ძალებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში გამოიჩინეს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა: ელჩმა აღნიშნა, რომ ამერიკას წვლილი შეაქვს, რომ მომავალმა თაობამ ყოველთვის იცოდეს საქართველოს მდიდარი კულტურული ისტორიის შესახებ — "ეს მოიცავს ჩვენს დახმარებას დადიანების სასახლეში მიმდინარე აღდგენით სამუშაოებში", — თქვა დანიგანმა, — "დიდი პატივია ჩემთვის, ვიყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წარმომადგენელი ამ მშვენიერ ქვეყანაში".
ისაუბრა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე: ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ გასულ კვირას ის შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, რომელსაც კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მიმართ ევრო ატლანტიკური ურთიერთობების, სავაჭრო ინვესტირებისა და შუა დერეფნის პროექტში მხარდაჭერა.
ევრო-ანტლანტიკურ მხარდაჭერაზე: "უპირველესად, აშშ მხარს უჭერს თავის გარდამავალ ეტაპზე საქართველოს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, კანდიდატის სტატუსის მიღება ძალიან დიდი მიღწევა იყო, კიდევ ერთხელ გილოცავთ. გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი მუშაობდა და დიდი ძალისხმევა ჩადო ამაში", — თქვა ელჩმა.
- მისივე თქმით, მომავალი თვეების განმავლობაში ამერიკა საქართველოს მხარს დაუჭერს 9 დათქმის შესრულებაში: "ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა სეგმენტთან, ჩვენ გვსურს, მხარი დავუჭიროთ ყველა სფეროს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც აქ ჩამოსვლის შემდეგ გავაკეთე, იყო ის, რომ წავედი ბრიუსელში და ვისაუბრე საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ, თუ როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს დაეხმაროს საქართველოს".
2024 წლის არჩევნები: რობინ დანიგანმა ისაუბრა 2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები წაადგება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
- "დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანი, პარლამენტი, მთავრობა, ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება, განსაკუთრებით კი ცესკო იზიარებთ ჩემს მოსაზრებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ და უზრუნველყოთ, რომ მოსახლეობამ იცოდეს — მათი ხმები იქნება სათანადოდ და სამართლიანად დათვლილი და არჩევნების პროცესიც იქნება გამჭვირვალე", — განაცხადა ელჩმა.
მასალა განახლებადია.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები