ომბუდსმენმა დაადასტურა შალვა რამიშვილის მიერ, ანანია გაჩეჩილაძის სექსუალური შევიწროების ფაქტი — რა წერია დოკუმენტში
ფოტო: შალვა რამიშვილი / Facebook
რა ხდება: სახალხო დამცველმა დააკმაყოფილა ანანია გაჩეჩილაძის მოთხოვნა და დაადგინა შალვა რამიშვილის მიერ მისი სექსუალური შევიწროების ფაქტი ფიზიკურ შეხებასთან და სხეულისა და გარეგნობის თაობაზე გაკეთებულ შეფასებებთან დაკავშირებით.
- ომბუდსმენის აპარატმა შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მხარეებს წერილობით აცნობა.
- დადგენილებაში, რომელიც სახალხო დამცველს საჯაროდ არ გამოუქვეყნებია, აღნიშნულია, რომ შალვა რამიშვილმა არ ითანამშრომლა ომბუდსმენის აპარატთან: "საქმის შესწავლის პროცესში, მოპასუხეს [შალვა რამიშვილს] განემარტა მტკიცების ტვირთის სტანდარტი, თუმცა, მოპასუხეს სექსუალური შევიწროების ფაქტის უარყოფის მიზნით, მისი პოზიცია და არგუმენტები არ წარმოუდგენია", — აღნიშნავს სახალხო დამცველი.
- დადგენილებისას, სახალხო დამცველი განმცხადებლის, ანანია გაჩეჩილაძის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს დაეყრდნო.
- ანანია გაჩეჩილაძის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში იცავდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია).
- On.ge-ს ანანია გაჩეჩილაძემ მიაწოდა სახალხო დამცველის დადგენილება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ომბუდსმენის აპარატი განმარტავს, რომ საქმე პრეცედენტულია, რადგან სახალხო დამცველმა პირველად დაადგინა, სექსიზმი, როგორც სიძულვილის ენის აკრძალვის ერთ-ერთი ფორმა, რაც რეგულირდება კანონით — დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ.
- სახალხო დამცველის განმარტებით, სექსიზმი სქესისა თუ გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის წახალისების სახედ მიიჩნევა.
რა გვახსოვს ამ საქმის თაობაზე: 2018 წელს ანანია გაჩეჩილაძეს დაუკავშირდა Pos TV-ის დირექტორი, შალვა რამიშვილი და ინტერვიუს მომზადება შესთავაზა.
- ინტერვიუსთან დაკავშირებით, შეხვედრა რამდენიმე დღეში შედგა.
- შეხვედრის განმავლობაში, ნაცვლად ინტერვიუსთან დაკავშირებული დეტალებისა, შალვა რამიშვილი ანანია გაჩეჩილაძეს უსვამდა პირადი ხასიათის შეკითხვებს, აფასებდა მის გარეგნობას უარყოფით თუ სექსუალურ კონტექსტში, აგრეთვე ადგილი ჰქონდა არასასურველ სექსუალური ხასიათის ფიზიკურ შეხებას.
არქივიდან: შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ანანია გაჩეჩილაძეც ამხელს და ჩანაწერს აქვეყნებს
მნიშვნელოვანია, რომ მათი შეხვედრისას უკვე არსებობდა 2016 წლის სასამართლო გადაწყვეტილება შალვა რამიშვილის წინააღმდეგ, როდესაც თათია სამხარაძემ სექსუალურ შევიწროებაში ამხილა და დავაც მოუგო.
- 2018 წლის 3 იანვარს მას სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, რაც სააპელაციომ ძალაში დატოვა.
- ამის გათვალისწინებით, ანანია გაჩეჩილაძემ 2023 წლის მარტში თქვა, რომ შალვა რამიშვილთან კაბინეტში შესვლამდე ხმის ჩამწერი ჩართო.
- სახალხო დამცველის დასკვნა სწორედ ამ მტკიცებულებას ეყრდნობა.
სახალხო დამცველის განმარტებით, ადამიანისთვის რამდენჯერმე იმის მითითება, რომ მას მამაკაცის საწყისი აქვს, ქალის ფორმების მიუხედავად, არის სექსისტური შინაარსის და მოპასუხისთვის განჭვრეტადი უნდა ყოფილიყო, რომ მისი შეფასებები ადრესატისთვის არასასურველი იქნებოდა. განმცხადებლის კრიტიკა იმის გამო, მისი გარეგნობა არ შეესაბამება მოპასუხის სექსუალობის შესახებ მის წარმოდგენებს, წარმოადგენს სქესის ნიშნით ადამიანის შერცხვენას და ცალსახად სექსისტურია.
არქივიდან: კიდევ 3 ქალი შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები