ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტი შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდა
ფოტო: ასოციაცია ანიკა
2024 წლის 25 იანვარს პროექტის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის შემაჯამებელი ღონისძიება სასტუმრო ჰოლიდეი ინში გაიმართა. პროექტს 3 წლის განმავლობაში ახორციელებდა ასოციაცია ანიკა თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობით. პროექტი განხორციელდა ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით.
პროექტი ეფუძნებოდა საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ ვალდებულებას, უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სრულ რეალიზებას, ინკლუზიური გარემოს დანერგვისა და ხარისხიანი სოციალური მომსახურებების მიწოდების გზით.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს 4 რეგიონში (კახეთი, იმერეთი, გურია, აჭარა) ჩატარდა სოციალური მომსახურებების საჭიროებათა კვლევა, შეიქმნა უფლებებზე და საჭიროებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურებები, მომზადდნენ შესაბამისი სპეციალისტები, ჩატარდა ცოდნის ასამაღლებელი ტრენინგები რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომელთათვის, შემუშავდა სოციალური მომსახურებების ეროვნული სტრატეგია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისათვის მომზადდა ონლაინ საინფორმაციო პორტალი ქვეყანაში არსებული სოციალური მომსახურებების შესახებ. პროექტი ხორციელდებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პარტნიორობით, ყვარლის, ბაღდათის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
"პროექტი უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც აღნიშნული პროექტი განხორციელდა. არა მხოლოდ ამ პირებისთვის, შშმ პირებისა და ხანდაზმულთა ცხოვრებისთვის, არამედ იმ ოჯახებისთვის, რომელ ოჯახებშიც ცხოვრობენ აღნიშნული პირები. პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შექმნილი მომსახურებები დარეგისტრირდა სახელმწიფო სოციალური პროგრამების ქვეშ. ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდა ევროკავშირის დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად იმიტომაც, რომ თითოეული ღონისძიება უშუალოდ,
კონკრეტული შშმ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის, მათი კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე იყო მიმართული," — განაცხადა ასოციაცია ანიკას დირექტორმა, ირინე ინასარიძემ.
ღონისძიებაზე გაიმართა პროექტის შემაჯამებელი ვიდეო რგოლის ჩვენება:
ღონისძიების დასასრულს გაიმართა საიმედო პარტნიორების — პროექტის პარტნიორი მუნიციპალიტეტების მერიების დაჯილდოების ცერემონია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა მინისტრის მოადგილე; ყვარლის, ბაღდათის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ქედისა და შუახევის მერები; საქართველოს პარლამენტის წევრები; საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი შშმ საკითხებში; საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, სახალხო დამცველის ოფისის, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები