დევიდ კრამერი

3 Sep. 2023, 17:05

მშვენიერია, რომ საქართველოში დავბრუდი, მაგრამ ვწუხვარ, რომ ისევ აქ [საოკუპაციო ხაზთან] დგომა გვიწევს. 15 წელი გავიდა რუსეთის შემოჭრიდან და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციიდან. ჩემ უკან საქართველოს ტერიტორიაა და არა რუსეთის ტერიტორია. 

მე და ჩემი კოლეგები აქ ვართ იმისთვის, რომ არასდროს დავივიწყოთ რაც აქ მოხდა და შევახსენოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ჩვენს უკან საქართველოს ტერიტორიაა. გავაგრძელებთ საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით ყოფნას. 

რუსეთის აგრესია დაიწყო საქართველოში და გადავიდა უკრაინაზე, მაგრამ არასდროს დაუტოვებია საქართველო. სანამ საქართველო არ აღადგენს კონტროლს მთელ ტერიტორიაზე, საერთაშორისო საზოგადოებას აქვს პასუხისმგებლობა, ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე. 

განაცხადა ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის დირექტორმა, დევიდ კრამერმა საოკუპაციო ხაზიდან. ის საქართველოში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფება. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა

პენიტენციური სამსახურის ცნობით, რუსთავის მე-17 დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა…