დევიდ კრამერი

4 Mar. 2023, 14:55

ახლა უკვე აღარ ვარ დარწმუნებული, მართლა სურს თუ არა საქართველოს მთავრობას, რომ ამ დასავლური მიმართულებით წავიდეს და თუ მაინც სურთ, მაშინ ეს არასწორი ნაბიჯია. ასე რომ, ვფიქრობ, რამდენიმე მიზანი არსებობს ამ კანონპროექტის მიღებისთვის, არცერთი მათგანი პოზიტიური არ არის.

დიდი ხანია ვამბობ, რომ ინდივიდუალური სანქციები, რაც ნიშნავს ვიზაზე უარის თქმას და ანგარიშების გაყინვა, არის გზა, ნათელი გახდეს ამ ინდივიდუალური პირებისთვის, რომ მსგავსი ქმედებების მოთმენა არ მოხდება. ეს არ ხდება ქვეყნის თუ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს არის მიზანმიმართული სანქციები კონკრეტული პირების წინააღმდეგ, ვინც საქართველოს ამჟამინდელ ტრაექტორიაზეა პასუხისმგებელი.

განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა VOA-თან ინტერვიუში. ქართული ოცნებიდან ფორმალურად წამოსული დეპუტატებით დაკომპლექტებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, ხალხის ძალამ კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის მიზანიც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციაა. მათ სურთ, შეიქმნას "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი", სადაც დარეგისტრირდება ყველა არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება. მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი კრემლმა მედიების, ორგანიზაციებისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა

პენიტენციური სამსახურის ცნობით, რუსთავის მე-17 დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა…