რეესტრმა კეზერაშვილს ფორმულას 25%-იანი წილის გადაცემის მოთხოვნა დაუკმაყოფილა
შესწორება: ინფორმაცია თავდაპირველად მედიაჩეკერმა გაავრცელა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მიმდინარე წლის აპრილში BBC Eye-მ მასშტაბური ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ფორმულას დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი ქოლცენტრების თაღლითურ სქემებთან კავშირში ამხილა.
- საზღვარგარეთ მყოფმა კეზერაშვილმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ BBC-თან კითხვები აქვს და სამართლებრივ ბერკეტებს გამოიყენებს.
- მოგვიანებით კი განაცხადა, რომ მის ირგვლივ შექმნილი მძიმე გარემოს მიუხედავად, პროცესებიდან გასვლას არ განიხილავს, თავისი წილების 25% გადასცემს ფორმულას თანამშრომლებს და გააგრძელებს არხის ფინანსურ დახმარებას.
- "მას შემდეგ კი, რაც დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა, ფორმულას კოლექტივსვე სრულად გადავცემ ჩემს დარჩენილი წილსაც", — ეწერა კეზერაშვილის წერილში.
- ამის შემდეგ ფორმულას დანარჩენმა დამფუძნებლებმა, მიშა მშვილდაძემ, გიორგი ლიფონავამ და ზუკა გუმბარიძემ განმარტეს, რომ მოამზადებდნენ სიას და ეს 25% გადაეცემოდა ჟურნალისტებს, რომლებსაც საზოგადოება კარგად იცნობს ეკრანებიდან და მათაც, ვინც კადრს მიღმა დგას, მაგრამ დიდ როლს თამაშობს ტელევიზიის მაუწყებლობაში.
- როგორც გუმბარიძემ მაშინ განაცხადა, ამ პაკეტის მფლობელი პირები შექმნიდნენ ორგანიზაციას, სადაც აირჩევდნენ თავმჯდომარეს, რომელსაც წარადგენენ ფორმულას მმართველ ორგანოში.
- ამის შემდეგ რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კეზერაშვილს ვადაგასული ქართული დოკუმენტები აქვს, შესაბამისად საჯარო რეესტრში წილების გადაფორმებას ვერ შეძლებდა.
რა ხდება ახლა: საჯარო რეესტრმა დაუკმაყოფილა კეზერაშვილის მოთხოვნა და მისი კუთვნილი 51%-იანი წილიდან 25% თანამშრომელთა გაერთიანებას, "თავისუფლების ფორმულას" გადაუფორმა.
- ახლად დაფუძნებულ არაკომერციულ იურიდიულ პირთან ერთად ფორმულას 12,25%-იან წილებს ინაწილებენ: მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზუკა გუმბარიძე და გიორგი ლიფონავა.
- კეზერაშვილი კი კვლავ რჩება ყველაზე დიდი წილის, 26%-ის მფლობელად.
-
"მიუხედავად იმისა, რომ დამმოწმებელი ოფიცრისთვის წარდგენილ საქართველოს პასპორტს მოქმედების ვადა გასული ჰქონდა, კანონის თანახმად, დამმოწმებელ ოფიცერს შეეძლო, დაჰყრდნობოდა მოქმედ ქართულ მართვის მოწმობას აღნიშნული პირის ვინაობის დასადასტურებლად და მისი ხელმოწერის დასადასტურებლად. [...] დამმოწმებელმა ოფიცერმა შეძლო დაედასტურებინა, რომ ჩემ წინაშე გამოცხადებული პირი იყო ბატონი დავით კეზერაშვილი", — ნათქვამია საჯარო რეესტრში გამოქვეყნებულ განმარტებაში.
გაიგეთ მეტი BBC-ის გამოძიებაზე:
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
კომენტარები