მიხეილ სარჯველაძე

17 Aug. 2023, 13:19

ხშირად კონტექსტიდან ამოგლეჯილად ხდება ხოლმე გარკვეული ფრაზების გავრცელება. ეს ქმნის გარკვეულ, არასწორ შთაბეჭდილებებსა და არასწორ ფაქტებს. ის, რაც თქვა გუშინ ირაკლი კობახიძემ, აბსოლუტურად სწორი იყო, ყველაზე მეტად ვაჟკაცურად გამოიყურებოდა და კორექტული იყო. არც პირველ, არც მეორე დღეს და არც არასდროს არავის ჰქონია სურვილი, რომ ვინმეს ღვაწლი, ჰეროიკული საქციელი და გმირობა რაღაცნაირად დაეკნინებინა. ეს თქვა და ყოველგვარი სპეკულაციისთვის მიზეზი მოსპო. ეს არის ძალიან დასაფასებელი და, რასაკვირველია, ამ განცხადებას ვუერთდები.

მინდა, დავადასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც არამც თუ გადარჩა, არამედ გმირობა გამოიჩინა. არც ირაკლის და არც მე არასდროს გვქონია განზრახვა და სურვილი, რომ ვინმე შეურაცხყოფილი დარჩენილიყო. ნამდვილად არ გვინდოდა ამით ვინმეს ღვაწლის დაკნინება. პატიებას ვითხოვთ, თუ ასე გამოვიდა და ობიექტურად ვინმეს გაუჩნდა შთაბეჭდილება, რომ ვინმეს ღვაწლი დავაკნინეთ.

მე ერთი ინდივიდუალური შემთხვევის შეფასება მიზნად არ მქონია. ბატონმა ჯელაძემ მართლა არნახული სიმამაცე გამოიჩინა, როდესაც მოიკიდა თავისი დისშვილი და გადაიყვანა ერთი მხრიდან მეორეზე.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე. ის ერთ-ერთი იყო "ოცნებიდან", ვინც ირაკლი კობახიძესთან ერთად, შოვის სტიქიას გადარჩენილების მონათხრობში ეჭვი შეიტანა და დეტალების გადამოწმებაზე ისაუბრა. 

16 აგვისტოს სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძეს ირაკლი კობახიძემ მოუბოდიშა და თქვა, რომ ნანობს, თუკი მას გული ატკინა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში ალკოჰოლური სასმელების უკანონო დამზადების ფაქტი გამოავლინა.…