ირაკლი ღარიბაშვილი

15 Jul. 2023, 15:23

თავიდან სურათი წარმოაჩინეს, რომ რაღაც სასწაული მოხდა ნატოს სამიტზე და უკრაინამ დეოკუპაციაც მოახდინა უკვე, გაიმარჯვა, სასწაული მოხდა და საქართველო ამ ყველაფრის მიღმა აღმოჩნდა. და რა მოხდა რეალურად? გარდა იმისა, რომ თქვეს, რომ მაპი აღარ დასჭირდება, ჩვენ პირდაპირი განცხადებები მოვისმინეთ, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი, სანამ ითქვა, რომ რუსეთს არ დაამარცხებს და კითხვა მაქვს, თუ რუსეთი დაამარცხა უკრაინამ, მაშინ ნატოს წევრობა რაღა საჭიროა, აქედან დავიწყოთ.

ნატო არის უსაფრთხოების გარანტია, მთავარი, ვინც შეიძლება, უსაფრთხოების გარანტია მისცეს რომელიმე სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს არის ნატო, სხვა უკეთესი მსოფლიოში დღეს არ არსებობს ქოლგა ორგანიზაცია, ჩვენ ამიტომ მივისწრაფვით, რომ გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა.

მაგრამ, ასევე, მოვისმინეთ პირდაპირი განცხადებები დასავლეთის ლიდერებისგან, რომ უკრაინა არ არის მზად, გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა და ა.შ. როცა ქვეყანა არის ომში და ასევე ითქვა, რომ სანამ უკრაინა არის ომში რუსეთთან, ვერ გახდება ნატოს წევრი, რატომ? იმიტომ, რომ თქვეს, ჩვენ მესამე მსოფლიოს ომს ვერ დავუშვებთ, ანუ ვერ შევა ნატო და მთელი დასავლეთი მსოფლიო პირდაპირ კონფლიქტში, სამხედრო კონფრონტაციაში რუსეთთან. ასეთ ვითარებაში, როცა ჩვენზე ათჯერ დიდი ქვეყნის მაგალითზე, მის გამო ნატო ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს, გაწევრიანების მიმართულებით უკრაინისთვის, ჩვენ, საქართველომ, ჯერ უნდა ვიფიქროთ ჩვენს თავზე და ეს მაგალითი არის გაკვეთილი ჩვენთვისაც.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა პრემიერი ალიანსის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი და კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს

კინოთეატრში ფილმის პრემიერისას მისული მაყურებლები რომ არ უნდა დაასპოილერო, ეს ბევრი ჩვენგანისთვის დაუწერელი წესია. ამ…