ირაკლი ღარიბაშვილი

15 Jul. 2023, 15:15

უბრალოდ, სამარცხვინოა რაც მოხდა. მე ვფიქრობ, შემაშფოთებელი ფაქტია. თავადვე მოახდინეს მათ ამ პროცესის დისკრედიტაცია. ჩვენ ვალდებული ვიყავით, გაგვევრცელებინა კადრები, როცა დამალეს ის ნიმუშები, რომლებიც აიღეს ოფიციალურად, ჩვენი თანხმობის შემდეგ.

ეს, რა თქმა უნდა, მიუთითებს, რომ საკითხი არის პოლიტიზებული თავიდან ბოლომდე. ალბათ, რაღაც გარკვეული სხვა განზრახვები შესაძლოა, ჰქონოდათ. ამას დრო გვაჩვენებს, რა იდგა ნიმუშების დამალვის იდეის უკან. ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არავის აღარ მივცემთ უფლებასა და საშუალებას, რომ ამ საკითხით დააბნიონ საზოგადოება და მსოფლიოში საერთაშორისო თანამეგობრობა შეიყვანონ შეცდომაში. ეს ჩვენგან ერთგვარი ჟესტი იყო, ამის შემდეგ, მე ვფიქრობ, ზედმეტი არის ასეთი აქტიურობა.

განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 14 ივლისს, კლინიკა ვივამედში მიხეილს სააკაშვილის მოსანახულებლად პოლონელი ექიმები შევიდნენ. ამავე დღეს უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ექიმს ექსპრეზიდენტისგან აღებული ნიმუში მალულად, ფეხსაცმლით გაჰქონდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ