კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
ფოტო: გალტ & თაგარტი
კაპიტალის ბაზრების განვითარების მექანიზმის შემუშავებისა და დანერგვის მიზნით, საქართველოში კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური ჩართულობით განხორციელდა. პროექტის საკონსულტაციო სამუშაოები Galt & Taggart-მა, BDO Georgia-სთან ერთად შეასრულა. 18-თვიანი პროგრამის დასრულების შემდეგ კი უკვე 7 გამარჯვებული გამოვლინდა.
გამარჯვებულთა სია ასეთია:
- საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია;
- კრისტალი;
- ემბისი;
- თიბისი ლიზინგი;
- რიკო ჯგუფი;
- თეგეტა ჰოლდინგი;
- ენერჯი დეველოპმენთ ჯორჯია.
გამარჯვებულ კომპანიებს გადაეცათ გრანტები ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებითვის.
18 თვის განმავლობაში, პროგრამამ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. თანადაფინანსების სქემაში მონაწილეობის მისაღებად 13 სხვადასხვა სექტორიდან 21 აპლიკანტი დარეგისტრირდა. ეს ციფრი განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან 2021 წელს საქართველოში მხოლოდ 12 კორპორატიული ობლიგაციების ემიტენტი არსებობდა.
21 რეგისტრირებული კანდიდატიდან 11-მა წარმატებით განათავსა ფასიანი ქაღალდები ბაზარზე. 11-ივე კომპანიის მიერ გამოშვებულმა ფასიანი ქაღალდების მოცულობამ დაახლოებით 700 მილიონი ლარი შეადგინა.
მისია, პროექტის განხორციელებისას ქართულ ბაზარზე ახალი მოთამაშეები გაჩენილიყვნენ, რომლებიც ორიენტირებულები იქნებოდნენ ESG მიმართულებაზე, მიღწეულია. პროგრამის შედეგად 5 ახალი მოთამაშე გაჩნდა ბაზარზე, რომლებმაც 3 მწვანე და 1 სოციალური ბონდი ერთიც მდგრადობასთან დაკავშირებული (sustainability-linked) ობლიგაცია გამოუშვეს.
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა:
- პირველი ფაზა ემსახურებოდა საქართველოს კაპიტალის ბაზრის პოტენციალის შესწავლას და იმ ბარიერების იდენტიფიცირებას, რომლებიც ხელს უშლის პოტენცურ ემიტენტებს კაპიტალის ბაზრის რესურსებზე წვდომაში;
- მეორე ეტაპი ფოკუსირებული იყო კაპიტალის ბაზრის წახალისების მექანიზმის შექმნაზე, რომელსაც შერჩეულ კომპანიებისთვის ბაზრის ათვისებაში (სავალო ან/და წილობრივი (Equity) ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით) უნდა შეეწყო ხელი;
- დასკვნითი ნაწილი კი პროგრამის გამარჯვებულების გამოვლენა იყო.
პროგრამის მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავდა საგანმანათლებლო აქტივობები. 18 თვის განმავლობაში საერთო ჯამში ჩატარდა 8 შეხვედრა (ვებინარი და მასტერკლასი), რომელსაც 100-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. მათ შორის იყვნენ ეროვნული ბანკის, შესაბამისი სამინისტროების, საინვესტიციო ბანკებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლები.
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
კომენტარები