TBC x USAID — ტექნოლოგიური განათლებისთვის
ფოტო: თიბისი
თიბისიმ, USAID-თან პარტნიორობით, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) შემსწავლელი ორწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო. თანამშრომლობის მემორანდუმს თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და USAID-ის პროგრამის — დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის დირექტორმა დევიდ ბლოოდმა 5 ივლისს თიბისი კონცეპტში გამართულ ღონისძიებაზე მოაწერეს ხელი. ღონისძიების ფარგლებში თიბისი ბანკისა და USAID-ის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე USAID-ის მისიის დირექტორმა ჯონ პენელმა ისაუბრა.
პროექტი — TBCxUSAID ტექნოლოგიური განათლებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, 18 წელს ზევით მსურველების, 700-ზე მეტი ტექნოლოგიური ტალანტის მომზადებასა და გადამზადებას ითვალისწინებს შემდეგი მიმართულებებით: IOS Development, DevOps, Information Security, Python, React, Blockchain, TOT.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ტექნოლოგიების სფეროში ქალთა ხელშეწყობა და გაძლიერებაა, რაც მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და ICT სფეროში დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
ტრენინგ-პროგრამები წარიმართება თიბისის IT აკადემიის მიერ, სფეროს წამყვანი ექსპერტების ჩართულობით. კურსები ონლაინ რეჟიმში ჩატარდება, რაც კურსებს ხელმისაწვდომს გახდის რეგიონის ბენეფიციარებისთვის და ხელს შეუწყობს რეგიონში სფეროს განვითარებას, ტექნოლოგიების როლისა და დასაქმების შესაძლებლობის ზრდას.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში თიბისი IT აკადემიის ბაზაზე შეიქმნება iOS ლაბორატორია, რომელიც iOS Development-ით დაინტერესებულ სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას განივითარონ პრაქტიკული უნარები, მიუხედავად იმისა, თავად აქვთ თუ არა ხელმისაწვდომობა საჭირო აღჭურვილობაზე.
კურსების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ეძლევათ შესაძლებლობა დაიწყონ ან განავითარონ საკუთარი კარიერა ტექნოლოგიურ სფეროში, დასაქმდნენ თიბისისა და მის პარტნიორ კომპანიებში.
"თიბისისთვის განათლება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. არაერთი წელია თიბისი აკადემია, სხვადასხვა მიმართულებით, საგანმანათლებლო შესაძლებლობებს უქმნის დაინტერესებულ ადამიანებს. ამჯერად კი USAID-თან თანამშრომლობით ჩვენ ვქმნით საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც გულისხმობს ICT მიმართულებით კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური კადრების როგორც მომზადებას, ასევე გადამზადებას დღეს ყველაზე მოთხოვნად პროფესიებში. წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ თიბისიში და ჩვენს პარტნიორი ორგანიზაციებში", — გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის უფროსი.
აღსანიშნავია, რომ ორ კურსზე — iOS დეველოპმენტი და TOT დაწყებულია რეგისტრაცია. რეგისტრაცია მიმდინარეობს თიბისი აიტი აკადემიის ვებ-გვერდზე.
პროექტი — TBCxUSAID ტექნოლოგიური განათლებისთვის ეს არის შესაძლებლობა კარიერული განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადადგა ტექნოლოგიების სფეროში, შეიცვალო ან გაიუმჯობესო ამჟამინდელი პროფესია და განივითარო უნარები ჩვენს მიერ შეთავაზებული ტექნოლოგიურ მიმართულებებში.
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
კომენტარები