რა ვიცით მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლაზე
ფოტო: პირველი არხი
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რა ხდება: თავდაპირველად ინფორმაცია, რომ მიტროპოლიტი და პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირი მოწამლეს, მთავარმა არხმა და რუსთავი 2-მა გაავრცელეს.
- მთავარ არხთან გუშინ, 5 ივლისს თეოლოგი ლევან ტატურაშვილი ამბობდა, რომ მეუფე შიომ მსახურების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, მიმართა ექიმებს, ჩაუტარდა გამოკვლევა და სისხლში დარიშხანი აღმოჩნდა.
- მისივე თქმით, "სახელმწიფომ და საპატრიარქომ გადაწყვიტეს, რომ ეს ამბავი დაფარული და გასაიდუმლოებული ყოფილიყო".
- "ღამის საათებში ანზორ ჩუბინიძის უშუალო ხელმძღვანელობით ისინი მიდიან სამების ცენტრალურ საკურთხეველში და ატარებენ კვლევებს, რომ აღმოეჩინათ ამა თუ იმ ლიტურგიკულ ნივთზე აღმოჩნდებოდა თუ არა დარიშხანის კვალი".
- ტატურაშვილის განცხადებით, შეამოწმეს მეუფის პირადი ნივთები და, როგორც ჩანს, მისი მოწამვლის ადგილმდებარეობა დადგინდა.
- "მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს იყო სამების საკათედრო ტაძრის საკურთხეველი და დღეს უკვე არავინ მალავს ინფორმაციას, რომ მოსაყდრე შიო მოწამლულია", — ამბობს ის მთავართან.
გარდა ამისა, რუსთავის 2-ის დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია იმაზე, რომ ბოლო თვის განმავლობაში მეუფე შიო მართლაც შეუძლოდ გრძნობდა თავს, განსაკუთრებით მძიმედ კი ერთი კვირის წინ იყო.
- ასევე, ამბობენ, რომ აქვთ "უტყუარი ინფორმაცია," რომ კვლევების შედეგად ანალიზებში არაერთი საეჭვო ნივთიერება აღმოჩნდა.
- "ჩვენი ინფორმაციით, საპატრიარქოში ეჭვობენ, რომ დროთა პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ".
რას ამბობენ საპატრიარქოში: ჯერჯერობით იქ ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.
- საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ დაპოსტა, რომ მეუფე შიოზე გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
- რუსთავი 2-თან ისაუბრა იღუმენმა გაბრიელმა. მისი თქმით, მეუფისთვის ცუდად ყოფნა არ შეუმჩნევია.
- "მერე გავიგე, რომ შეუძლოდ იგრძნო თავიო და შესაბამისად, აუღეს ანალიზები. საქართველოში ჩაუტარდა ანალიზები", — ამბობს ის.
- არხთან სატელეფონო ინტერვიუში პატრიარქის ექიმი, ცისანა შარტავა აცხადებს, რომ მეუფე ახლა თავს კარგად გრძნობს.
- "ვიცი, რომ კარგად ბრძანდება ახლა და დანარჩენი, ამაზე გაკეთდება, ალბათ, განცხადება", — ამბობს ექიმი.
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
კომენტარები