ნიკა გვარამია

23 Jun. 2023, 00:34

პირველ რიგში გამარჯობა. მოგესალმებით ყველას. ძალიან მიხარია თქვენი ნახვა. დავიწყებ იმით რაც მკითხეთ, პირველი შთაბეჭდილება — გულწრფელად გეტყვით, რომ არ ველოდი. მართალი გითხრათ, არ ველოდი გათავისუფლებას. ველოდებოდი თებერვალ მარტს, როცა მიწევდა პირობით ვადამდე გათავისუფლება. არც მაშინ ველოდი დიდად რომ გამიშვებდნენ, მაგრამ მაინც რაღაცას წავიაქტიურებდი მაინც, თუ არ გამიშვებდნენ, მაგრამ მანამდე არაფერს არ ველოდი. 

მინდა გამოვეხმაურო იმას, რაც სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა დღეს. მე ვფიქრობ, რომ მას ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია. მან ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, რომლის პრეზიდენტიც არის. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს მას ღირსებას მატებს ნამდვილად. 

მე არ ვაპირებ, რომ გაჯიუტებული ვიყო ჩემს შეცდომაში. გულწრფელად გეტყვით, რომ ის ვიდეოები, რომელსაც ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ გამოიყენებენ ამ დღეების განმავლობაში მის წინააღმდეგ, მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში. საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა, მე ვწუხვარ ამის გამო და ბოდიშს ვუხდი მას ამის გამო.

თუმცა არ შემიძლია აქვე არ ვთქვა ის, რომ არც ის უნდა გაჯიუტდეს თავის შეცდომაში, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი და მან უნდა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, უფრო სწორად უნდა გაათავისუფლოს. უნდა გვესმოდეს ყველას, რომ როდესაც ქვეყანაში არსებობს მინიმუმ 500 ათასი ადამიანი, ვინც სამართლიანად მიიჩნევს, რომ მათთვის სახელმწიფოებრიობასთან ასოცირებული მთავარი პირი არის მძევალი, ასეთ ვითარებაში ქვეყანაში სიმშვიდე ვერ იქნება, მითუმეტეს ვერანაირი დეპოლარიზაცია. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტს, ნუ გაჯიუტდება თავის ქვეყანაში შეიწყალოს, უფრო სწორად, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. 

განაცხადა ნიკა გვარამიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ. რამდენიმე საათის წინ პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა. ამის შემდეგ სახელისუფლებო მედიებსა და ტროლგვერდებზე აქტიურად ვრცელდება ვიდეოები არქივიდან, რომლებშიც გვარამია ზურაბიშვილს შეურაცხმყოფლად მოიხსენიებდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
  2. "მასე შენს ყოფილებს ესაუბრე" — გიორგი შარაშიძე ირაკლი ზარქუას
  3. ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან
  4. მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს
  5. მიხეილ ლომთაძის კომპანია ყაზახეთში ხელისგულით გადახდის სერვისს ნერგავს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საქსტატი: თევზეული გაძირებულია 21.2%-ით, ხილი — 13.4%-ით, პური და ხორცი 9.6%-ით, ზეთი —7.7%-ით

საქსტატის ცნობით, 2026 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის…