ნიკა გვარამია

6 Sep. 2023, 11:55

თუ აქ საჭირო იყო ჩემგან ტელევიზიის გათავისუფლება, თქვენ უნდა თქვათ და თქვენ გადაწყვიტოთ. მე იქ ჟივილ-ხივილის და აპლოდისმენტების ხმები არ მომსვლია ციხემდე. იმედია, რომ არასწორად გამოთქვა გიორგიმ, თუმცა როდესაც ყველა ერთი და იმავენაირად იგებს კონკრეტულ გამონათქვამს, ე.ი ძალიან ცუდად მოახდინე მისი ფორმულირება, თუ შენ თვითონ სხვას ფიქრობდი.

ბევრი ლაპარაკი გიორგიზე და ამ მონოლოგზე არ მინდა, არ მომეწონა, გულწრფელად გეტყვით, არც მისი პოლიტიკური ნაწილი, მაგაში ჩასვლა არ მინდა. თუ დეპოლიტიზირებას აცხადებ არხისას, მაშინ შენ თვითონ იმავე მონოლოგში არ უნდა გააგრძელო უსასრულოდ ლაპარაკი პოლიტიკაზე, ალბათ, ასე იქნებოდა სწორი, მაგრამ ეს მისი არჩევანია.

ამის შესახებ მთავარი არხის დამფუძნებელმა ეკა კვესიტაძის გადაცემაში ისაუბრა. 4 სექტემბერს არხის დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ მთავარი "ნაცების ტელევიზია" აღარაა. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებას ნიუსრუმში ტაში და ჟრიამული მოჰყვა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 768 107 ლარის მითვისების და გაფლანგვის ფაქტებზე, სამხედრო…