მიხეილ სარჯველაძე

28 Apr. 2023, 11:33

სენატორი ჯინ შაჰინი არ არის კარგად ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და ტენდენციების შესახებ. საჭიროა გაკეთებული შეფასებების ახსნა, რომლებსაც კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. დღეს, საქართველო ისე, როგორც არასდროს, დემოკრატიულია, ეს შემიძლია, დაზუსტებით ვთქვა. გაცილებით მეტი აქვს თავისუფლების ხარისხი, ვიდრე ეს ოდესმე შეიძლება, ჰქონოდა. აქედან გამომდინარე, ეს შეფასება კატეგორიულად მიუღებელია. სენატორს თუ სურვილი ექნება, საქართველოს ხელისუფლების ინტერესში ნამდვილად არის, რომ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.

ჩემი აზრით, ეს აიხსნება იმით რომ არ არის სწორად ან სრულად ინფორმირებული. ცხადია, არ მაქვს საფუძველი, გამოვთქვა ვარაუდი იმის შესახებ, რომ შეგნებულად არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. აქედან გამომდინარე, სხვა ახსნა არ მექნება, თუ მას სურვილი და ინტერესი ექნება, ჩვენს ინტერესში ნამდვილად არის, რომ მეტი ვუამბოთ ჩვენ შესახებ, რა ვითარებაა საქართველოში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. სენატორმა ჯინ შაჰინმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შიდა ბრძოლაა ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის, არის საქართველო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  4. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  5. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა. პლენუმის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია უზენაესი…