ირაკლი ზარქუა

12 Apr. 2023, 15:49

დარწმუნებული ვარ BBC-ის ეს ძიება გაგრძელდება, ოფიციალურ სახეს მიიღებს ეს გამოძიება. მჯერა ბრიტანული გამოძიების და ახლა მივმართავ ქალბატონ დეგნანს, დაასანქცირეთ ეს ადამიანი. ჩვენი მთავარი პარტნიორის, ჩვენი, თქვენი — ამერიკელების პარტნიორია ბრიტანეთი, დასკვნა დაიდო, რომ ეს კაცი არის მძარცველი, ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს და ეს ადამიანი თურმე აქ, საქართველოში მედიებს აფინანსებს თურმე, როგორც თვითონ თქვა, პოლიტიკურ პარტიებს. ქალბატონო კელი, ეს დემოკრატიას არ წაადგება და თქვენ ხომ დემოკრატიას მხარს უჭერთ ჩვენს ქვეყანაში?! ამიტომ მე ველოდები თქვენგან რეაგირებას, ობიექტურ რეაგირებას.

ახლა მაინტერესებს, რეზოლუცია რომ მიიღეს, 560 კაცს რომ მოაწერინეს ხელი, ქალბატონო ფოტიგა, კიდევ რომელია რაისა თუ რასა, კუბილიუს ბატონო, ის ვინც თქვენ ქართველებს გამოგვიცხადეთ მედია დევნილი არისო, თურმე თქვენსავე პენსიონერებს ძარცვავს და ეს თქვენმა პარტნიორებმა, ბრიტანელებმა დაადასტურეს. ახლა მაინტერესებს შეცდომაში იყავით შეყვანილი, თუ თქვენც მონაწილე ხართ ამ სქემის, ლობისტური სქემის? გეკითხებით ბატონო კუბიულიუს, ფოტიგა, ქალბატონო ანა, გამოდით და თქვით, აბა, რომ კეზერაშვილი არის თურმე მედია დევნილი და პოლიტდევნილი სააკაშვილთან ერთად. ხედავთ რა სამარცხვინოები გახდით?

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ. BBC Eye-მ დღეს მასშტაბური ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, სადაც დავით კეზერაშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ქოლ-ცენტრების თაღლითურ სქემებთან კავშირში ამხელს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  4. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო…