ირაკლი ზარქუა

27 Apr. 2023, 18:55

ჩვენი ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელი, ზოგი იმყოფება ევროპაში, ზოგი — ამერიკის შეერთებულ შტატებში და ა.შ. ვმონაწილეობთ ყველა პლატფორმაზე, რომელიც არის საქართველოს ინტერესების, ქართველი ხალხის ინტერესების გამომხატველი და ჩვენი მხარდამჭერი. მსგავსი იმართება მაისის თვეში, ეს არის კონსერვატიული მოძრაობა, რომელსაც 70-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი აშშ-ში, სხვადასხვა ლოკაციაზე იმართება, სადაც მონაწილეობს ევროპის სხვადასხვა მაღალჩინოსანი, მათ შორის არიან ყოფილი პრემიერმინისტრები, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მოქმედი პრემიერმინისტრები და ა.შ. მათ შორის არიან კონგრესმენები რესპუბლიკური პარტიიდან.

რელიგია, მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა, ოჯახის სიწმინდე, ტრადიციული ღირებულებები — ამას ეძღვნება კონფერენცია. იქ, სადაც საუბარია ღმერთზე, ადამიანის უფლებებზე, საქართველო ყველგან იქნება და, ბუნებრივია, ჩვენი პრემიერმინისტრი მიწვეულია და ამ პლატფორმაზე გამოვა. ჩვენ ბლომად გვყავს პოლიტიკაში ხელმოცარულები, მე დავარქმევდი ფსევდოლიბერალებს, რომლებმაც ვერ მონახეს თავიანთი ადგილი საზოგადოებაში და შეუძლიათ, მხოლოდ ასეთი გამოხდომებით, ლანძღვით, ჩასაფრებით და პროვოკაციებით გამოიჩინონ თავი. გაჩუმდნენ უბრალოდ, ჩუმად იყვნენ თავიანთ სოროებში. საქართველოს პრემიერმინისტრი, ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მიიღებს მონაწილეობას იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესები. ჩვენი ინტერესია ევროპა, ევროინტეგრაცია, მართლმადიდებლობის შენარჩუნება და გაძლიერება, ჩვენი ინტერესია ჩვენი ღირებულებების, ქართველობის დაცვა, რომელიც დემოკრატიასთან შეთავსებადია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ ირაკლი ზარქუამ განაცხადა. უნგრეთში, კონსერვატორთა კონფერენციაზე ღარიბაშვილი ერთ-ერთი სპიკერი იქნება. როგორც ღონისძიების აღწერაში ვკითხულობთ, ის "მსოფლიოს გამორჩეული საერთაშორისო კონსერვატორთა შეკრებაა", რომელსაც უნგრეთი ზედიზედ მეორე წელია მასპინძლობს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
  2. თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
  3. მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს
  4. თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა
  5. ლევან სანიკიძე: კი ცოტნე, მამაშენის დავალებით სცემდნენ ახალგაზრდებს საკუთარ სადარბაზოებთან, ამიტომ, მოდი დისკუსია საკუთარ სახლში გახსენი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შსს: ძარცვის ფაქტებზე წარსულში ნასამართლევი 2009 წელს დაბადებული პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევი, 2009 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც თანმხლებ…