NATO-ს მისიის შემადგენლობაში მყოფმა იტალიურმა გამანადგურებელმა უცნობი წარმოშობის დრონი ჩამოაგდო, რომელიც NATO-სა და ევროკავშირის წევრი ლატვიის საჰაერო სივრცეში პარასკევს, რუსულ პორტებზე უკრაინული თავდასხმების დროს შეიჭრა.

ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და ლატვიის ხელისუფლება ავრცელებენ.

ლატვიელი სამხედროები შუადღისას სოფელ რუგაის მახლობლად მდებარე ტყიან მასივში დრონის ნამსხვრევებს ეძებდნენ, რომელიც ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილად იდენტიფიცირდა.

Reuters წერს, რომ უკრაინული სამხედრო დრონები ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცეში წელს რამდენჯერმე შეცდომით შეიჭრნენ.