ლელო საქართველოსთვის

5 Apr. 2023, 21:44

პირველად აშშ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში, სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოიყენა დასანქცირების მექანიზმი და სასამართლო კლანის ლიდერები დაასანქცირა.

ლელო მიესალმება აშშ-ს ხელისუფლების ისტორიულ გადაწყვეტილებას. აშშ ხელისუფლების ეს ნაბიჯი არის საბოლოო განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის და სიგნალი ივანიშვილისთვის, რაც ადასტურებს, რომ ვაშინგტონსა და დასავლეთში სრულად და საბოლოოდ ამოიწურა ნდობის მანდატი ქართული ოცნების მთავრობისადმი. საქართველოს პარტნიორებმა საკმარისი დრო მისცეს ხელისუფლებას, რომელმაც განაგრძო ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრა, პოლიტიკური მართლმსაჯულების წარმოება, პოლიტიკურ ოპონენტთა დევნა, თავისუფალი მედიის შევიწროება და ქვეყნის საერთაშორისო თანამეგობრობიდან ჩამოშორება, რაც საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას და ევროინტეგრაციის საბოტაჟს ემსახურებოდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის უპრეცედნტოგადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი დასტურიააგრეთვე იმისა, რომ დეოლიგარქიზაცია დასავლეთში აღქმულია, როგორც ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ მართული კლანებისაგან საქართველოს გათავისუფლება, რისკენაც აშშ-მ ქმედითი ნაბიჯები გადადგა.

ლელო განაგრძობს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტთან და ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობას ქართული დემოკრატიისა და ევრიპული პერსპექტივის გაძლიერებისთვის საჭირო ზომების მიღების პროცესში ჩვენ სახელმწიფოს გაძლიერების და მტკიცე დემოკრატიული დაევროპული მომავლის უზრუნველყიფის მიზნით, სასამართლო კლანის დასანქცირების ინიციატივით 2021 წლის გაზაფხულზე სწორედ ლელო საქართველოსთვის გამოვიდა ვაშინგტონში აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში ვიზიტის დროს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 24 სექტემბერს ვაშინგტონში სახელმწიფო ვიზიტით მყოფ ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს…