მამუკა მდინარაძე

3 Apr. 2023, 21:58

არავის აინტერესებს არცერთი ადამიანის არც ვიზუალი და არც სექსუალური ორიენტაცია. ეს არის მათ მიერ თემის გადაფარვის მცდელობისთვის წამოსროლილი სიტყვები. თვითონ უსვამენ ამას ხაზს განსაკუთრებულად ბოლო დღეების განმავლობაში. სახელმწიფოს აინტერესებს ის, რომ ამ ადამიანს ბრალად ედება პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობა და ვერ იქნება კომპრომისი მათ მიმართ, ვისაც მძიმე დანაშაულში ედება ბრალი და მოლოტოვის კოქტეილებით წვავენ პოლიციელებს. [...]

ცოცხლად დაწვის მცდელობა ახლა უნდა გავატაროთ იმიტომ, რომ თურმე რომელიღაც ოპონენტს უთქვამს, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო იჩაგრება. არავინ არაფრის გამო არ იჩაგრება ამ ქვეყანაში ძალიან დიდი ხანია, არაერთი წელია უკვე. 2012 წლამდე პერიოდი არ არის. არავის არ აინტერესებს არც სექსუალური ორიენტაცია განსხვავებული, არც განსხვავებული შეხედულება და გამომეტყველება და არც განსხვავებული ვიზუალი. მთავარია, რას აკეთებდა, რაში ედება ბრალი.

ირწმუნება მამუკა მდინარაძე ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე, თუმცა 21 წლის აქტივისტზე საუბრისას ორიენტაცია პირველად სწორედ მისმა თანაპარტიელმა ირაკლი კობახიძემ ახსენა. მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი და პროპაგანდისტული კამპანია წამოიწყო, კობახიძემ აქტივისტს "გზას აცდენილი კაცი" უწოდა და თქვა, რომ "ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს" — მის ამ განცხადებას, სავარაუდოდ, ჰომოფობიური ქვეტექსტი ჰქონდა.

გარდა ამისა, მდინარაძის განცხადების საპირისპიროდ, სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდს უკავშირდება 2013 წლის 17 მაისისა და 2021 წლის 5 ივლისის მოვლენები, როცა ლგბტ ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და მათი უფლებები უხეშად დაარღვიეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
  3. გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
  4. "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ საქართველოს ბანკი კორპორატიული პასუხისმგებლობის მიმართულებით საუკეთესო…