მამუკა მდინარაძე

31 Mar. 2023, 14:51

არავის სჯერა, რომ პოლარიზაცია არა არის მათი [ენმ] მიზანი. დღეს თქვენ გააღრმავეთ პოლარიზაცია, დასტარტეთ, სტარტი მიეცით პოლარიზაციის ახალ ტალღას. ასევე ვილაპარაკებ ხელისუფლების მიმართ პიარულ დარტყმებზე პრორუსობასთან დაკავშირებით და ერთ ხმაში ნალაპარაკებ, "არა რუსულ კანონს" — ამ ნარატივის გაძლიერებას შეუწყვეთ ხელი და მესამე, იყო და არის კანდიდატის სტატუსის არ მონიჭება, რომელიც გახლავთ რადიკალური ოპოზიციის მიზანი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში შეცვალონ ხელისუფლება ნებისმიერი გზით და ფორმით, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ქართული მიზნებიდან განსხვავებით. ხომ არ ემთხვევა, თქვენი ირიბად თუ პირდაპირ, თქვენი პოზიცია ამ მიზნებს? [...]

თქვენ არ ხართ ობიექტური, ნაცმოძრაობის ნარატივის გაძლიერება არ არის ობიექტურობა. ეს არის უკიდურესი ტენდენციურობა და პოლარიზაციის გამაღრმავებელი, მაგრამ საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პირველი, ჩვენი ქვეყანა ფიზიკურად გადარჩეს და მეორე, ღირსებით, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებით, ეროვნული თავმოყვარეობის შენარჩუნებით გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი

უთხრა მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში. პრეზიდენტის კრიტიკული იყო ყველას მიმართ, გარდა ბიძინა ივანიშვილისა. ზურაბიშვილმა ქართულ ოცნებას ანტიევროპული განცხადებები და ნაბიჯები, უკრაინასთან ურთიერთობაში დაშვებული შეცდომები, ომზე პროპაგანდისტული ნარატივები და მის წინააღმდეგ დაწყებული დისკრედიტაციის კამპანია შეახსენა. ოპოზიციას კი — ბოიკოტები და დამაზიანებელი განცხადებები. მაგრამ მაინც ხაზგასმით თქვა, რომ მიმდინარე მოვლენებზე მთავარი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ